ბაბილონი – ღმერთის ქალაქი

0
64

 

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ სმენია ბაბილონის შესახებ. მის გოდოლზე, ენების აღრევაზე და ა.შ. ეს ლეგენდარული ბაბილონია. თუმცა როგორი იყო ის სინამდვილეში? Prime Georgiaმოგიყვებათ კაცობრიობის ისტორიაში ერთერთი ყველაზე იდუმალი ქალაქის შესახებ.

«ღმერთის ჯარიბჭე»

ბაბილონი ცივილიზაციის ყველაზე პირველი წარმომადგენლების მიერ იქნა დაარსებული – ესენი იყვნენ შუმერები, ჩვენს წელთაღრიცხვამდე III საუკუნეში. მაშინ ეს იყო პატარა დასახლება, რომელიც  ქვეყნის ცხოვრებაში არავითარ შესამჩნევ როლს არ ასრულებდა, მიუხედავად თავისი ხმამაღალი სახელისა – კანდინგირი, რაც შუმერულად «ღმერთის კარიბჭეს» ნიშნავს. შემდგომში ქალაქი არაერთხელ გადადიოდა აკადას მეფეთა ხელში – სახელმწიფო, რომელმაც საბოლოოდ შთანთქა შუმერთა სამეფო.

1894 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე, როდესაც ქალაქი დაიპყრო ამორეის ბელადმა სუმუაბუმ, ბაბილონის პირველმა მეფემ და ბაბილონის I დინასტიის დამაარსებელმა, ქალაქის მოსახლეობა უკვე უმეტეს წილად აკადიელნი იყვნენ. ამიტომ სუმუაბუმ თავისი მმართველობა დაიწყო იმით, რომ ქალაქს გადაარქვა სახელი.

უფრო სწორად, მან უბრალოდ ძველი სახელი გადაიყვანა აკადიურ ენაზე, რომელიც ჟღერდა, როგორც «ბაბ-ილი» – «ღმერთის კარიბჭე». თუმცა, რომელ ღმერთს გულისხმობდნენ ჯერ შუმერები და შემდეგ აკადიელები უცნობია.

ძველი მეგაპოლისი

თქვა, რომ ბაბილონი იყო დიდი ქალაქი – ნიშნავს არ თქვა არაფერი. ეს იყო ნამდვილი მეგაპოლისი, რომელიც 15 ასწლეულის მანძილზე რჩებოდა აღმოსავლეთის მთავარ სავაჭრო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცენტრად. როგორც წერილობითი, ასევე არქიტექტურული წყაროები, მეტყველებენ ძველი მესოპოტამიის დედაქალაქის წარმოუდგენელ მასშტაბებზე.

ჰეროდოტეს სიტყვებით, ბაბილონს ოთხკუთხედის ფორმა ჰქონდა, სადაც ყოველი გვერდი 120 სტადიას შეადგენდა, რაც 22 კილომეტრს უტოლდებოდა. ანუ თუ დავეყრდნობით მის სიტყვებს, ბაბილონის საერთო პერიმეტრი 88 კმ. შეადგენდა! და ეს მხოლოდ ქალაქის კედლებს შიგნით, მის ირგვლივ მდებარე მეურნეობებისა და მდიდარი მოქალაქეების ვილების გაუთვალისწინებლად. თუმცა არქეოლოგები თბლიან, რომ “ისტორიის მამამ”, როგორც ყოველთვის ცოტათი გადააჭარბა.

არქეოლოგიური გათხრების რეზულტატები, მეტყველებენ იმაზე, რომ ბაბილონის საერთო ფართობი, მისი განვითარების პიკში ანუ 6-7 საუკუნეებში ჩვ. წელთაღრიცხვამდე, არ ამეტებდა 10 კვადრატულ კილომეტრს, ხოლო მოსახლეობა ნახევარ მილიონს შეადგენდა. თუმცაღა ამ შემთხვევაშიც კი, ბაბილონი თანამედროვე საზომებითაც  დიდ ქალაქად ითვლებოდა, ხოლო ძველ ქალაქებთან შედარებით ის ნამდვილი გიგანტი იყო.

ჩვენამდე მოღწეული საბუთების მიხედვით, ბაბილონის მაცხოვრებლები იმავე პრობლენებს აწყდებოდნენ, რომელსაც აწყდება თანამედროვე ლონდონის, ნიუ იორკის თუ ტოკიოს მაცხოვრებელი.

ქალაქში უძრავი ქომება და მიწა საკმაოდ ძვირი ღირდა, აღნიშნულის ნიადაგზე ხშირი იყო კონფლიქტები და სასამართლო გარჩევები. ჩვენამდე მოაღწია ერთმა ისტორიამ, თუ როგორ უჩივლა ერთმა მეზობელმა მარდუკმა მეორეს ზაბაბა-იდინას სასამართლოში, რომელთა სახლსაც ერთი საერთო კედელი ჰყოფდა. ზაბაბამ კედელი თავისად მიიჩნია და მეზობელს მისი სახლისათვის საყრდენების გამოცლას და შესაბამისად დანგრევას სთხოვდა. მარდუკმა მოიგო დავა და მეზობელს სახლის დანგრევა და ზარალის ანაზღაურება დააკისრეს.

«ცოდვების ქალაქი»

ქრისტიანულ და იუდეისტურ ესქატოლოგიაში ბაბილონი წარმოგვიდგება, როგორც ამორალური ქალაქი, რომელიც ადრე თუ გვიან სოდომის და გომორის ბედს გაიზიარებდა. აპოკალიფსისში იოანესაგან ბაბილონზე ნათქვამია: «დიდებული ბაბილონი მეძავეების და მიწიერი გარყვნილების დედაა».

ზუსტად ასეთი წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა ბაბილონმა ებრეელებზე, მათი ცნობილი ტყვეობის პერიოდში მეფე ნაბუხოდონოსორ II დროს, როდესაც იუდეის სამეფოს მაცხოვრებლებს ძალით ასახლებდნენ ბაბილონში. მაგრამ არა მხოლოდ ებრეელების მიკერძოებული დამოკიდებულებამ შექმნა აპოკალიპტური ბაბილონი.

მდიდარი კვარტალები შესანიშნავი სახლებით, სადაც მდიდრები ცხოვრობდნენ წინააღმდეგობაში მოდიოდა ღარიბ რაიონებთან, იაფიან სასადილოებთან და ბორდელებთან, სადაც ათასნაირი ხალხი ირეოდა.

ბაბილონის კრიმინალური სამყარო ძველ დროში ისეთივე განთქმული იყო, როგორც დღეს იტალიელი და ამერიკელი განგსტერები. იქ რაღაც გაგებით, დანაშაულებრივი სამყაროს მაგისტრის დიპლომის აღებაც კი ყოფილა შესაძლებელი. მაგალითად, 629 წლის აპრილში, ვიღაც ნაბუ-უცალიმ ვალდებულება აიღო 2 წელიწადსა და 5 თვეში ესწავლებინა ბელ-აჰე-რიბასათვის ბანდიტის და სუტენერის ხელობა! ამისათვის, მასწავლებელს ეკუთვნოდა 17 გრამი ვერცხლი და პროცენტი “ნამუშევრიდან”. ხოლო წარუმატებლობის შემთხვევაში მოსწავლეს შეეძლო მოეთხოვა მასწავლებლისაგან კომპენსაცია.

ჩვენ ამის შესახებ მხოლოდ იმიტომ ვიცით, რომ ხელშეკრულება ოფიციალურად იქნა გაფორმებული და დაფიქსირებული. ასეთი გარიგებების წარმატებულობაზე შეგციძლია ვიმსჯელოთ თუნდაც იმის მიხედვით, რომ ღამით ქალაქში სიარული რეკომენდირებული არ იყო. ჩვენამდე ასევე მოაღწია სინ-იდინას ისტორიამ, ქვეყნის ერთერთი ტაძრის პრეფექტმა, ვისი ქალაქთან გაცნობა დაიწყო იმით, რომ მას პირველსავე დღეს მოპარეს ვირი თავისი ტვირთითვე.

ბაბილონში იყო ასევე ბევრი გასართობი დაწესებულება, მათ შორის საროსკიპოები. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ამ საქმეში ჩართულნი იყვნენ არამხოლოდ მონები და დაბალი საფეხურის წარმომადგენლები, არამედ მდიდარი ოჯახებიდან გოგონებიც. ჰეროდოტე თავის «ისტორიაში» აღწერს, რომ ყოველი ბაბილონელი ქალი ვალდებული იყო მოეხადა თავისი ვალი ქალღმერთი მილიტას წინაშე, რომელიც აფროდიტეს ან ვენერას ადგილობრივი ვარიანტი იყო – დანებებოდა უცხოელს ფულის გამო.

ტაძარში მისვლის შემდეგ ქალი ვერ დაბრუნდებოდა სახლში ისე,  თუ რომელიმე უცხოტომელისაგან ფულს არ აიღებდა და მასთან არ დაწვებოდა წმინდა ადგილის გარეთ. «მოიხდიდა რა თავის წმინდა ვალს ქალღმერთის წინაშე, ბაბილონელი ქალი დაბეუნდებოდა სახლში და ამის შემდეგ ვერანაირი ფულით მას ვეღარ იყიდდი».

ერთერთი ვერსიით, ზუსტად ტაძრული პროსტიტუციის ეს აღწერა დაედო საფუძვლად იოანეს მიერ მოხსენიებულ «ბაბილონელ მეძავს».

მიაღწიო ღმერთამდე

ბაბილონი დედამიწის პირიდან გაქრა ჩვ. წელთაღრიცხვის 165 წელს, რომაელთა ერთერთი შეტევის შემდეგ. თუმცა სახელი უკვდავი აღმოჩნდა. ყველაზე მეტად მოგზაურებს კი არ აძლევდათ მოსვენებას ლეგენდა ბაბილონის გოდოლზე – ძველი აღქმის მიხედვით სხვადასხვა ენების წარმოშობის მიზეზზე.

სხვადასხვა დროს გოდოლად მიიჩნეოდა ნანგრევები ბორც ბირს ნირმუდზე (ბაბილონის გარეუბანი), ნანგრევები ქალაქ გილის ახლოს, სადაც უამრავი ძველებური აგური აღმოაჩინეს. მისი ძებნა დღესაც გრძელდება, თუმცა ითვლება, რომ ბაბილონის გოდოლის სახე შექმნილია მესოპოტამიის ყველაზე მაღალი ზიკურატის მიხედვით.

საფეხურებიანი კოშკი-ზიკურატი წარმოადგენდა ყველა ასირიულ-ბაბილონური ქალაქის მთავარი ტაძრის ატრიბუტს. მის მწვერვალზე სრულდებოდა რელიგიური რიტუალები და მიმდინარეობდა ასტრონომიული დაკვირვებები. ზიკურატების მშენებლობის ტრადიცია მომდინარეობს ჯერ კიდევ შუმერებიდან, რომლებიც თავიანთ ღმერთებს ჯერ კიდევ მთების მწვერვალებზე ეთაყვანებოდნენ, ხოლო ბარში დასახლების შემდეგ, ამისათვის -ცისა და მიწის “დამაკავშირებელ” – სპეციალურ მიწაყრილებს აკეთებდნენ.

ბაბილონის გოდოლის პროტოტიპად ეტემენაკის უმაღლესი ღმერთის მარდუკის ტაძრის ზიკურატი ითვლება, რაც “სახლი, სადაც დედამიწა და ზეცა ერთდება” ითარგმნება. მართლაც და რაღაცით ჰგავს ლეგენდას ცამდე აღმართულ გოდოლზე.

ჰეროდოტე აღწერს ეტემენანკის შემდეგნაირად «ტაძრის შუაში დგას მასიური კოშკი, რომლის სიგრძეც და სიგანეც ერთად არის ერთი სტადია (185 მ). ჯოშკს თავზე ადგას მეორე, მეორეს მესამე და ასე მერვემდე. მათზე ასასვლელი გაკეთებულია გარედან და მოძრაობს ყველა კოშკის ირგვლივ რგოლად. ასასვლელის შუაში ნახავ დასასვენებელ ადგილს დასაჯდომებით.

უკანასკნელ კოშკი მოწყობილია დიდი ტაძარი, ხოლო ტაძარში დიდი კარგად მოწყობილი ლოჟა და მის წინ ოქროს მაგიდა. ტაძარში ღამის გატარების უფლება არავის არა აქვს, გარდა ერთი უცხოტომელი ქალისა, რომელსაც ღმერთი თვითონ ირჩევს».

როდის იქნა აშენებული ეტემანინკი უცნობია, მაგრამ ჩვ. წელთაღრიცხვამდე II ათასწლეულში ის უკვე აღარ არსებობდა. ის რეგულარუდ გადაკეთდებოდა ხოლმე და რეკონსტრუქცია უტარდებოდა, ასე რომ შესაძლოა, ლეგენდა ბაბილონის გოდოლზე აღწერდეს ეტემანინკის ზიკურატის ყველაზე მასშტაბურ რეკონსტრუქციას ნაბუხოდონოსორის დროს, როდესაც კოშკის სიმაღლემ 91 მეტრი შეადგინა.

 

SHARE