ჰიტლერის სიკვდილის ვერსიები და მითები მისი გადარჩენის შესახებ

0
325

 

1970 წლის 13 მარტს КГБ–ს თავმჯდომარემ იური ანდროპოვმა გასცა ბრძანება, ქალაქ მაგდებურგში საიდუმლოდ დასაფლავებული ჰიტლერის და ჰებელსის ნეშტების განადგურების შესახებ. ადოლფ ფიტლერმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა 1945 წლის 30 აპრილს მის ფიურერბუნკერში, ქალაქ ბერლინში. მოგვიანებით ფიურერის ნეშტი აღმოჩენილი იქნა საბჭოთა ჯარისკაცებუს მიერ და გადაგზავნილი იქნა მოსკოვში. თუმცა თვითონ დიქტატორის  სიკვდილის ფაქტი მოცულია მრავალი საიდუმლოებებით და გამოცანებით. არსებობს მრავალი თეორია ოფიციალური ვერსიის გარდა, რომელთა მიხედვით ნეშტი არ ეკუთვნოდა ჰიტლერს, რომ მას არ მოუკლავს თავი და საერთოდაც ცოცხალი გადარჩა.

PRIME GEORGIA წარმოგიდგენთ მეორე მსოფლიო ომის დასასრულს, ფიურერბუნკერში განვითარებულ ჰიტლერის ცხოვრების ბოლო დღეების ქრონოლოგიას.

1945 წლის 26 აპრილს საბჭოთა ჯარებმა უკვე დაიკავეს ბერლინის სამი მეოთხედი. ჰიტლერს, რომელსაც იმედი არ დაუკარგავს იმყოფება საიმპერატორო კანცელარიის ეზოში მდებარე ორსართულიან ბუნკერში 8 მეტრის სიღრმეზე.

მასთან ერთად ბუნკერში იმყოფება მისი საყვარელი ევა ბრაუნი, ჰებელსი ოჯახთან ერთად, გენერალური შტაბის უფროსი კრებსი, სეკრეტარები, ადიუტანტები და პირადი დაცვა.

გენერალური შტაბის ოფიცრის მონათხრობით “ამ დროისათვის ჰიტლერი ფიზიკურად წარმოადგენს საშინელ სანახაობას: ის ძლივს გადაადგილდება, მიათრევს ფეხებს და წინა აქვს წაგდებული თავი…

…გაჭირვებით ინარჩუნებს წონასწორობას. მარცხენა ხელი აღარ ემორჩილება, ხოლო მარჯვენა ყოველთვის უკანკალებს… თვალები ჩასისხლიანებული აქვს…”

საღამოს ბუნკერში მოდის ერთერთი საუკეთესო გერმანელი მფრინავი ქალი ჰანა რაიჩი, ფანატიკურად ერთგული ჰიტლერისადმი. ის მოგვიანებით იხსენებდა, რომ ფიურერმა მიიწვია ის და უთხრა: “ჰანა, თქვენ ეკუთვნით მათ რიცხვს ვინც ჩემთან ერთად მოკვდება. ყოველ ჩვენგანს აქვს ამპულა საწამლავით.”

ის უწოდებს ამპულას ჰანას. ” მე არ მინდა, რომ რომელიმე ჩვენგანი მოხვდეს როსების ხელში, და მე არ მინდა, რომ ჩვენი სხეულები ჩაიგდონ რუსებმა. ევას და ჩემი ნეშთი იქნება დამწვარი.”

მფრინავი ასევე იხსენებს, რომ საუბრისას ჰიტლერი საშინელ სანახაობას: თითქმის ბრამასავით მოძრაობდა კედლიდან კედლისაკენ ქაღალდებით აკანკალებულ ხელებში. “სრულიად მოშლილი ადამიანი” – იხსენებდა მოგვიანებით რაიჩი.

29 აპრილს ჰიტლერი და ევა ბრაუნი დაქორწინდნენ. პროცესი კანონის სრული დაცვით წარიმართა: შედგა საქორწინო კონტრაქტი და გაიმერთა ცერემონია.

მოწმეები, ასევე კრებსი, ჰებელსის ცოლი, ჰიტლერის ადიუტანტები გენერალი ბურგდორფი და პოლკოვნიკი ბელოვი, მდივნებუ და მზარეული მიწვეულნი არიან წვეულებაზე. მცირე სუფრის შემდეგ ჰიტლერი განმარტოვდება ანდერძის შესადგენად.

30 აპრილი. დგება ფიურერის უკანასკნელი დღე. სადილის შემდეგ ჰიტლერის ბრძანებით მისმა პირადმა მძღოლმა ესესის შტანდარტენფიურერმა კემპკამ იმპერატორის კანცელარიის ეზოში მიიტანა კანისტრა 200 ლიტრი ბენზინით.

ქვემოთ წარმოდგენილია ჰიტლერის უკანასკნელი სიცოცხლეში გადაღებული ფოტო. ბუნკერის შესასვლელთან, რეიხსკანცეკარიის ეზოში ჰიტლერი სურათზე აღბეჭდა მისი დაცვის ერთერთმა ოფიცერმა.

სათათბირო ოთახში ჰიტლერი და ევა ბრაუნი ემშვიდობებიან აქ მოსულ ბორმანს, ჰებელსს, ბურგდორფს, კრებსს, აკსმანს, ფიურერის მდივნებს იუნგეს და ვაიჰელტს.

პირველი ვერსიის თანახმად, რომელიც ეყრდნობა ჰიტლერის პირადი კამერდინერის ლინგეს ჩვენებებს, ფიურერმა და ევა ბრაუნმა ცეცხლსასროლი იარაღით თავი მოიკლეს 15-საათსა და 30 წუთზე. არსებობს ჰიტლერის ნეშტის სურათი ნატყვიარის კვალით. თუმცა მისი სინამდვილე კითხვის ნიშნის ქვეშაა.

როდესაც ლინგე და ბირმანი ოთახში შედიან, ჰიტლერი დივანზე მჯდომარე ხვდებათ, მაგიდაზე მის წინ იდო რევოლვერი, მისი მარცხენა საფეთქლიდან კი სისხლი მოდიოდა. გარდაცვლილი ევა ბრაუნი კი სხვა კუთხეში ზის, მისი რევოლვერი იატაკზე აგდია.

სხვა ვერსიით (მიღებულია თითქმის ყველა ისტორიკოსის მიერ): ჰიტლერმა და ევა ბრაუნმა თავი მოიწამლეს ციანიდის კალით. სიკვდილის წინ ჰიტლერმა ასევე მოწამლა ორი თავისი საყვარელი ნაგაზი.

ბორმანის ბრძანებით გარდაცვლილთა გვამებს ახვევენ ზეწარში, გააქვთ ეზოში, ასხამენ ბენზინს და წვავენ ნაღმის მიერ დატოვებულ ორმოში. რამდენადაც გვამები ცუდად იწვოდა, ნახევრად დამწვარ გვამებს ესესის ოფიცრები მიწაში მარხავენ.

ჰიტლერის და ევა ბრაუნის გვამები აღმოჩენილ იქნა წითელარმიელი ჩურაკოვის მიერ 4 მაისს, თუმცა რატომღაც მთელი ოთხი დღე ყურადღების გარეშე არიან. ისინი დათვალიერებისა და იდენტიფიკაციისათვის გადაყვანილ იქნენ ბერლინის ერთერთ მორგში მხოლოდ 8 მაისს.

გარეგანი დათვალიერება იძლეოდა საფუძველს ვარაუდისათვის, რომ დამწვარი გვამები ქაკს და მამაკაცს ეკუთვნოდათ, ისინი ადოლფ ჰიტლერი და ევა ბრაუნი იყვნენ. თუმცა როგორც ცნობილია ფიურერს და მის საყვარელს რამოდენიმე ორეული ჰყავდათ. ამიტომაც საბჭოთა ხელისუფლება წყვეტს ჩაატაროს დეტალური გამოძიება.

შეკითხვა, იყო თუ არა 1945 წლის 8 მაისს ბერლინის მორგში მიყვანილი ადამიანი ადოლფ ჰიტლერი დღესაც ბევრ მკვლევარს აწუხებს.

მოწმე ყვებოდა: “მამაკაცის გვამი მოთავსებული იყო 163 სანტიმეტრის სიგრძის ხის ყუთში, სიგანით და სიმაღლით 55 და 53 სანტიმეტრი შესაბამისად. გვამზე აღმოჩენილი იყო გვერდებზე დამწვარი ყვითელი ფერის ტრიკოტაჟის მატერიის ნაჭერი, რაც პერანგს გავდა.”

სამხედრო დაზვერვის თანამშრომლებმა ჩაასვენეს ნეშტი ხის ყუთში და ბერლინათან ახლოს დამარხეს. მაგრამ მალევე ჩეკისტების შტაბმა დისლოკაციის ადგილი შეიცვალა და მათთან ერთად ხის ყუთმაც.

ახალ ადგილას ისინი კვლავ დამარხეს, ხოლო მომდევნო გადასვლის შემდეგ კვლავ ამოთხარეს.

ბოლოსდაბოლოს მათ ნახეს საბოლოო განსასვენებელი სამხედრო ბაზაზე ქალაქ მაგდებურგთან ახლოს. აქ ყუთები მიწაში ინახებოდნენ 1970 წლამდე, როდესაც ბაზის ტერიტორია გდრ-ის იურისდიქციაში გადავიდა.

1970 წლის13 მარტს КГБ-ს ხელმძღვანელმა ანდროპოვმა გასცა ბრძანება ნარჩენების განადგურების შესახებ. ისინი იქნენ კრემირებულნი, ხოლო ფერფლი გაფანტული ვერტმფრენიდან.

ისტორიისთვის შემოინახეს მხოლოდ დიდი დიქტატორის ყბა და თავის ქალის ფრაგმენტი ტყვიის ნახვრეტით.

ადოლფ ჰიტლერის სიკვდილის ეს ნივთმტკიცებები გააგზავნეს მოსკოვში, სადაც ინახება КГБ-ს არქივში.

ხმები იმის თაობაზე, რომ ადოლფ ჰიტლერი ცოცხალია, გაჩნდნენ პრაქტიკულად მისი სიკვდილისთანავე. დიქტატორის სიკვდილში ეჭვი ეპარებოდათ ინგლისელებს, ფრანგებს, ამერიკელებს. დადიოდა ჭორები ფიურერი სასწაულებრივი გადარჩენის შესახებ.

თითქოსდა ის გაიქცა ბერლინიდან საზღვარგარეთ ეგრეთ წოდებული “ვირთხის ბილიკით”. ის წარმოადგენდა “ფანჯარას” შვეიცარიის საზღვარზე. მისი მეშვეობით მესამე რეიხის მაღალჩინისნები, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, გადადიოდნენ ნეიტრალურ სახელმწიფოში, ხოლო იქედან მიემართებოდნენ ფაშისტურ ესპანეთში ან ლათინური ამერიკის ქვეყნებში.

ფიურერის ლათინურ ამერიკაში გაქცევასთან დაკავშირებით არსებობს ასევე FBI-ს დოკუმენტები, რომლებიც ამ ფაქტის გამოძიებას ეხება.

თუმცა ოფიციალური ისტორიკოსები აგრძელებენ მტკიცებას, რომ ფიურერს ბერლინიდან გაქცევის შანსი არ ჰქონდა.

მათ პასუხად წამოყენებული იყო ვერსია, რომ ჰიტლერი შესაძლოა საერთოდაც არ ყოფილიყო ბუნკერში. ხოლო ყველა ტაქტიკურ საკითხს მისი ორეული წყვეტდა. და ზუსტად ორეული იქნა მოკლული 1945 წლის 30 აპრილს.

მასთან ერთად იქნა მოკლული ევა ბრაუნიც, რათა მთავარი ნაცისტის სიკვდილი უფრო დამაჯერებელი ყოფილიყო. თავად ჰიტლერი კი, ამ დროს უკვე მიცურავდა წყალქვეშა ნავით სამხრეთ ამერიკისაკენ, ამასთან მას უკვე შეცვლილი ჰქონდა შესახედაობა.

მსგავსი ვერსიები დღესაც გამოითქმება.

მათ შესახებ წერდნენ გაზეთები, აქვეყნებდნენ თითქოსდა ჰიტლერის გადარჩენილი ტანსაცმლის ფოტოებს, რომეკშიც ის იყო პერუში ან პარაგვაიში.

გამოჩნდნენ გადარჩენილი ჰიტლერის ფოტოებიც კი, რომელიც წყნარად და ინკოგნიტოთ შეხვდა სიბერეს.

მაგრამ ზოგიერთი ისტორიკოსი პასუხად ამკიცებს, რომ ჰიტლერი არ იყო მშიშარა. მის გამბედაობაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ის წავიდა ფრონტზე მოხალისედ I მსოფლიო ომში, იყო დაჭილდოებული რამოდენიმე რკინის ჯვრით მამაცობისათვის, ასევე ბრძოლისას მიიღო ჭრილობა.

ამის შემდეგ განაცხადო, რომ ერისათვის ყველაზე რთულ მომენტში ფიურერი მხდალივით გარბის, ტოვებს რა თავის მაგივრად ორეულს, უბრალოდ არალოგიკურია. ეს ეწინააღმდეგება თვითონ ფიურერის ხასიათს და არსებას.

იმის სასარგებლოდ, რომ ჰიტლერი ბუნკერში იმყოფებოდა მეტყველებს ის ფაქტიც, რომ მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ წამოაყენეს გერმანელებმა წინადადება ზავის შესახებ. მიიღო რა უარი, ჰებელსმაც მოიკლა თავი, მოწამლა ასევე მთელი თავისი ოჯახი, ბორმანმაც გააკეთა იგივე რამდენიმე საათის შემდეგ.

2009 წელს რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურის რეგისტრაციისა და საარქივო ფონდების სამმართველოს უფროსმა ვასილი ქრისტოფოროვმა საზოგადოებას მოუყვა, რომ1946 წელს სპეციალურმა კომისიამ ჩაატარა დამატებითი გათხრები ჰიტლერის და ევა ბრაუნის გვამების აღმოჩენის ადგილზე.

შედეგად იყო აღმოჩენილი “თავის ქალის მარცხენა მხარე გამომავალი ტყვიის კვალით”.

1948 წელს ბუნკერში აღმოჩენილი ნივთები (რამოდენიმე დამწვარი საგანი, ასევე ყბის და კბილების ფრაგმენტები, რომელთა მიხედვითაც მოხდა ჰიტლერის, ევა ბრაუნის და ჰებელსის გვამების იდენტიფიკაცია) გაიგზავნა მოსკოვში.

1954 წლიდან, КГБ-ს ხელმძღვანელი სეროვის ბრაძანებით, ყველა ეს საგანი და მატერიალი ინახებოდნენ განსაკუთრებული წესით არქივის სპეციალურ სათავსოში.

2009 წლიდან კი ჰილერის ყბა უკვე ინახებოდა ФСБ-ს არქივში ხოლო თავის ქალის ფრაგმენტი სახელმწიფო არქივში.

თუმცა დნმ-ანალიზმა, რომელიც 2009 წელს ჩაატარეს ამერიკის ჰარტჰორდის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა, დაანგრია მთელი მტკიცებულებითი ბაზა, რომელიც ჰიტლერის სიკვდილს ეხებოდა.

საკმაოდ გაფუჭებული ძვლის ფრაგმენტი არ ეკუთვნოდა ადოლფ ჰიტლერს. ის საერთოდ არ ეკუთვნოდა კაცს. ეს იყო ქალის თავის ქალის ნაწილი. ამასთან ქალის ასაკი სპეციალისტების განცხადებით 35-40 წელი იყო.

აღნიშნულმა დასკვნამ დიდი სკანდალი გამოიწვია. რუსული ФСБ-ს თანამშრომლებმა უარი განაცხადეს დასკვნის ნამდვილობის აღიარებაზე. მოგვიანებით კი, გამოთქვეს ვერსია საბჭოთა ჯარისკაცების მიერ სხეულის ნარჩენების შეგროვების დროს დაშვებულ შეცდომაზე.

სავარაუდოდ ამ საქმეში წერტილი არ იქნება დასმული არასდროს. თუმცა ყველაზე ხშირად “გადარჩენილი” ჰიტლერი და მისი ორეულები მემოების გმირები უფრო ხდებიან, ვიდრე სერიოზული მეცნიერული მსჯელობების.

SHARE