ასაკობრივი პრობლემები: 4 გზა ახალგაზრდობისაკენ

0
2620

დაბადებიდან უკვე 25-ე წლის შემდეგ თქვენი ორგანიზმი იწყენს ნელ-ნელა ნგრევას. თუმცა ამ პროცესის შეჩერება დღისწესრიგში პატარა ცვლილებების შეტანით შესაძლებელია.

ისურვებდი 100 წლამდე სიცოცხლეს? პასუხის გაცემამდე შეყოვნდი – წარმოიდგინე, რომ ამ ვადის ბოლო 40 წელს შენ კლინიკის კორიდორებში, წვეთოვნის ქვეშ გაატარებ ან საერთდაც ალცგეიმერის “ჯადოსნურ” მკლავებში. სამწუხაროდ, იმის მიუხედავად რომ დღეს ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მეტია ვიდრე ოდესმე ყოფილა, “ჯანმრთელობის ხანგრძლივობა” – პერიოდი, როდესაც ადამიანი საკმოდ მხნეა სიცოცხლით სიამოვნების მისაღებად და არ ებღაუჭება მას – არც ისე დიდია.

თუმცა აქ უნდა გავერკვეთ. მოხუცებულობის აღმნიშვნელი არსებული ნიშნები, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ ასაკთან ერთად, სინამდვილეში არავითარ კავშირში არაა სიბერესთან. ეს ჩვენი მოლოდინის და განწყობილების რეზულტატია, ჩვენ ველით, რომ დავიწყებთ შლას, ამით კი თავს უფლებას ვაძლევთ დაშლილებად ვიქცეთ.

მაგრამ რა მოხდება თუ შენ შეიცვლი განწყობას და მტკიცედ გადაწყვეტ ჩარჩე ახალგაზრდობაში? ახალი მეცნიერული მონაცემები ამბობენ, რომ დროის დამანგრეველი ზემოქმედება შესაძლოა შემოაბრუნო.

  1. შენი ფილტვები

ზიანი იმ შემთხვევაშიც კი თუ შენ არასდროს მოგიწევია სიგარეტი და არ მდგარხარ მწეველთან ახლოს, შენთვის რთული იქნება ტორტზე ერთდროულად 40 სანთლის ჩაქრობა – ამ ასაკისთვის ფილტვების მუშაობა უარესდება. შენი “ჟანგბადის ფაბრიკის” სამუშაო პიკი დაახლოებით 25 წლის ასაკში დგება, ხოლო მეოთხე 10 წლეულის შუაში იწყება მისი შემცირება. როგორც უნივერსიტეტ ჯორჯტაუნის სწავლულებმა აღმოაჩინეს, ალფოელების – პატარა საჰაერო ბურთების, რომლებსაც ჟანგბადი გადააქვთ სისხლში და ასუფთავებენ მას ნახშირბადოვანი გაზებისგან – ზედაპირი ნელ-ნელა მცირდება. და აი შენც უკვე აღარ გყოფნის ჰაერი კიბეზე ასვლისას…

ღილაკიუკან” – ადამიანებს, რომლებიც ყოვლედღიურად იღებენ ცხიმგარეშე რძეს ან რამოდენიმე ულუფა იორგურტს/ხაჭოს, ბევრად ნაკლები აქვთ ასაკობრივი ცვლილებები ფილტვებში. მიზეზი მხოლოდ ორ ასოშია: ვიტამინი D – იცავს ფილტვებს დაზიანებისგან, ხოლო ვიტამინი A – რთავს გენს, რომელიც პასუხისმგებელია ფილტვების უჯრედების შექმნაზე. ასევე მეტად მიეფიცხე მზეს, როდესაც ის შენს კუთხეში ანათებს. შენ ხომ გახსოვს, რომ ჩვენი ვარსკვლავის სხივებაი ასტიმულირებს ენდოგენური D-ს გამოყოფას შენს ორგანიზმში.

  1. შენი გული

ზიანი საათი შენს მკერდში ცემს და ერთხელაც მას ამოეწურება ენერგია. დაახლოებით 40 წლიდან აორტაში იწყება ელასტინის (ცილა, რომელიც იკუმშება და იჭიმება) ჩანაცვლების პროცესი კალაგენით (მეტად უხეში, ფიბრილარული ცილა). “ამავდროულად მიოციტები, რისგანაც შენი კუნთოვანი ქსოვილია შემდგარი, ნელ-ნელა ჩანაცვლდება ნაწიბუროვან ქსოვილით, ასე რომ გული პატარავდება”, – გვახარებს კარდიოლოგი ჟოაო ლიმა ჯონ ჰოპკინსის საავადმყოფოდან (აშშ). პატარა უხეში გული (სხვათაშორის, საესტრადო ჰიტის მშვენიერი სახელწოდებაა) ვერ უმკლავდება სამუშაო დატვირთვას, გულის შეტევის რისკი იზრდება.

ღილაკიუკან” – სარბენ ბილიკზე გატარებული ყოველი წუთი – დროა რომელიც უკან მიედინება. კარდიო აღადგენს გულის კუნთოვანი ქსოვილის ელასტიურობას და უზრუნვულყოფს პულსის ნორმალიზებას მშვიდ მდგომარებაში. ინტერვალური ვარჯიშები, რომელსაც ჩვენ რეგულარულად ვურჩევთ მორბენალთ, კარგია სპორტული შედეგების გასაუმჯობესებლად – ხოლო გულის გასაჯანსაღებლად ჯობია სტაბილური ტემპის დაჭერა. გამომცემლობა International Journal of Cardiology – მ მოამზადა რეკომენდაციები: ბილიკზე უნდა გაატაროთ არანაკლებ ნახევარი საათისა, 3-ჯერ კვირაში.

  1. შენი ტვინი

ზიანი დაახლოებით 25 წლის შემდეგ ადამიანის ტვინი იწყებს ზომაში ნელ-ნელა შემცირებას. და შენი გონებრივი შესაძლებლობებიც დნება. როგორც ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორი დებორა ლიტსი ხსნის, ტვინის შემცირებასთან ერთად მისი თეთრი ნივთიერება იწყებს ნერვული იმპულსების რთულად გატარებას: შენი სამუშაო მეხსიერება (გაანალიზო და შეინახო ინფორმაცია მოკლე პერიოდით) უფრო და უფრო ხშირად გამოდის მწყობრიდან.

ღილაკიუკან” – ბრიტანულმა გამოკვლევამ 2009 წელს ადამიანებში, რომლებიც ექვსი თვის განმავლობაში ვარჯიშობდნენ ჟონგლიორობაში, ტვინის თეთრი ნივთიერების სტრუქტურული მთლიანობის საგრძნობი გაუმჯობესება აღმოაჩინა. არ ჰქონდა მნიშვნელობა რამდენად კარგად გამოსდიოდათ იმ ბურთებთან ურთიერთობა. ნებისმიერი ახალი ცოდნის დაუფლება ასტიმულირებს მიელინის გამომუშავებას – სწორედ ამისგან შედგება ის თეთრი ნივთიერება. ნახე ჟონგლიორ ჯეისონ გარფილდის მიერ გადაღებული ვიდეო გაკვეთილი YouTube – ზე  Learn How to Juggle 3 Balls (“ისწავლე სამი ბურთით ჟონგლიორობა”). ივარჯიშე მაქსიმუმ ნახევარი საათი დღეში, კვირაში ხუთი დღე. ან მიჰყევი კვლევის ავტორის იანა შოლცას რჩევას და დაეუფლე რაიმე სხვას, რაც ასევე მოიცავს ფიზიკურ აქტივობას და კიდურების ზუსტ მოძრაობას: მშვილდისრის სროლა, სერფინგი, ბოულინგი და ასე შემდეგ.

  1. შენი ძვლები

ზიანი სანამ შენ კანზე ისვამ ანტიასაკობრივ კოსმეტიკას, რათა შეინარჩუნო გარეგანი ახალგაზრდობა, შენი შინაგანი კარკასი უყურადღებობით სუსტდება. ახლახანს ჩატარებულმა კვლევამ Mayo Clinic -ში აჩვენა, რომ ღრუბლოვანი ძვლის ქსოვილის სისქე მამაკაცებში 24 დან 48 წლის პერიოდში მცირდება 30% ით. შემდეგ კი დაახლოებით 65 წლის ასაკში ძვლები იწყებენ მინერალების კარგვას. საჭიროა ზომების მიღება!

ღილაკიუკან” – ამ შემთხვევაში ჩვენი ჯადოსნური ჯოხი იქნება ყველასათვის საყვარელი ჩირი. “შავი ქლიავი შეიცავს უნიკალურ პოლიფენოლებს, რომლებიც მოიცავენ ანტიოქსიდანტების შემცველობას და ხელს უწყობებ ოსტეოპოროზთან ბრძოლას, – ამბობს ფლორიდის უნივერსიტეტის დიეტოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი ბახამ არდჯამანდი. – ამასთან შავი ქლიავი ამაღლებს მაგნიას შემცველობას ძვლებში”. ხოლო მაგნია, როგორც ჩვენ ყველამ ვიცით მნიშვნელოვანია შენი სკილეტის სიმაგრისა და სიმკვრივისათვის. ჭამე როგორც მინიმუმ 3 შავი ქლიავის ჩირი დღეში, დააყოლე ჭიქა წყალი ან ცადე შავი ქლიავის დამატება შენი დილის რაციონში. ეფექტის გასამძაფრებლად, არჯამანდი ასევე გვირჩევს მივირთვათ დღეში ორი ვაშლი ან 50 გრამი მოცვი დღეში, რომელიც ამცირებს კალცის კარგვას და ასტიმულირებს ძვლების ზრდას.

შეცვალე პროგრამა

ადამიანითავის მხრივ ბიოკომპიუტერია, მასში სიბერისპროგრამაჯერ კიდევ დაბადებამდე იტვირთება.

გაიცანი ტელომერები – ეს ქრომოსომების დაბოლოებებია, ისინი იცავენ ქრომოსომებს მუტაციისგან, უჯრედის შექმნის დროს. პრობლემა იმაშია, რომ ასაკთან ერთად შენი ტელომერები შემცირებას იწყებენ. შენი უჯრედები გარკვეულ ზომამდე მიღწევის შემდეგ ვეღარ იყოფიან და იწყებენ შლას. ხოლო მიტოქონდრიები, რომლებიც ურედებს ენერგიით ამარაგებენ, კარგავენ თავის ძალას.

ცნობილია, რომ ანდერსონის ონკოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელმა რონალდ დეპინომ და მისმა ჯგუფმა ტეხასის უნივერსიტეტთან ერთად შეძლეს სიბერის პროცესის შემობრუნება – მართლა, თუმცა ჯერ მხოლოდ თაგვებში. მღრღნელებს, რომლებზედაც დეპინომ თავისი ცდები ჩაატარა, აღუდგათ შემცირებული ტელომერები, გაქრა დნმ – ის შლის პროცესის კვალი, მიტოქონდრიები გახდნენ მეტად ეფექტურები, ხოლო შინაგანი ორგანოები კი – მეტად ჯასაღები! და თუმცაღა სწავლულნი არ ასაჯაროებენ მათი აღმოჩენის დეტალებს (მათ წინ ჯერ კიდევ მრავალრიცხოვანი ცდები აქვთ), ისინი დარწმუნებით იუწყებიან: ერთხელაც გაახალგაზრდავების ასეთი ტექნოლოგია შემუშავებული იქნება ადამიანისთვისაც.

სანამ სასწაულს ველით, იმუშავე საკუთარ ტელომერებზე შენ თვითონ. კალიფორნიის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა: ადამიანებს, რომლებიც გამუდმებით მედიტირებენ უმაღლდებათ ტელომერების დონე (ეს ფერმენტია, რომელიც იცავს ტელომერებს განადგურებისგან). დაიწყე 10 წუთით საუზმემდე. დაჯექი მოხერხებულად, გასწორდი და მოდუნდი. მოიშორე თავიდან ყველა აზრი, ფოკუსირდი სუნთქვაზე (დაუკვირდი როგორ შემოდის და შედეგ გადის შენგან ჰაერი). დაითვალე ყოველი ამოსუნთქვა. შევხვდებით XXII – საუკუნეში!