15 ფრაზა, რომელსაც ჭკვიანი ადამიანი არასოდეს იტყვის

0
5179

ალბათ არც კი გიფიქრიათ, მაგრამ ზოგიერთმა ფრაზამ შეიძლება სერიოზულად დააზიანოს, როგორც თქვენი პირადი ცხოვრება, ასევე ურთიერთობები სამსახურში. ქვემოთ მოცემულია 15 ფრაზა, რომელიც აუცილებლად უნდა ამოიღოთ ლექსიკონიდან. წაიკითხეთ და დაიმახსოვრეთ!

ეს არ არის სამართლიანი

ზოგიერთს ჰგონია, რომ თემიაზე განსჯით, ცხოვრება სამართლიანია თუ უსამართლო, გარშემომყოფებს უჩვენებს მის ღრმა სულიერ სამყაროს, რის გამოც მოსაუბრის თვალში ამაღლდება. გვერწმუნეთ, ეს ასე არ არის. ცხოვრება ძნელია, ხოლო სამართლიანობის ცნება ფარდობითი. ასე რომ, რატომ უნდა გავიხსენოთ ამის შესახებ კიდევ ერთხელ? ასევე, ნებისმიერ მეტნაკლებად განათლებულ ადამიანს ახსოვს სკოლის პროგრამიდან, რომ თავისუფლებისკენ სწრაფვას, თანასწორობასა და მეგობრობას, ჩვეულებრივ სერიოზულ სოციალურ კატაკლიზმებამდე მივყავართ, როგორიცაა მაგალითად სამოქალაქო ომი.

ეს არ არის ჩემი მოვალეობა

იქნებ ასეც არის, მაგრამ რატომ ამბობთ ამას ხმამაღლა? ეს უხეშად და გამომწვევად ჟღერს. ასეთი მიდგომით თქვენ გაგიჭირდებათ პროდუქტიული ურთიერთობა ააწყოთ კოლეგებთან და ხელმძღვანელთან. ზოგიერთი მოვალეობები შეიძლება მართლა არ ეწეროს თქვენს შრომის კონტრაქტში, ისევე როგორც კარიერული წინსვლის პირობები, რაც ხშირ შემთხვევაში ფუნქციების გაფართოებით იწყება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ახალ დავალებაზე უარის თქმით, თქვენ ხელს უშლით საკუთარ პროფესიულ და კარიერულ ზრდას.

ვცდილობ, მაგრამ არ გამომდის

ჭკვიანი ადამიანი ორიენტირებულია არა პროცესზე, არამედ შედეგზე, ასე რომ თუ ის არ დადგა, ტაქტიკა უნდა შეცვალოთ. ალბათ თქვენ გყავთ მეგობარი, რომელიც მთელი ცხოვრებაა გახდომას ცდილობს, და ისეთი მეგობარიც, რომელსაც ეს გამოუვიდა. თუ თქვენ ორივე მათგანს დაელაპარაკებით, პირველი აუცილებლად გეტყვით, რომ ის მუდმივად დიეტაზეა, უფრო სწორედ, წონის დაკლების პროცესშია, ხოლო მეორე უბრალოდ დაგისახელებთ დაკარგული კილოგრამების რაოდენობას და სწრაფად აგიხსნით, თუ როგორ მიაღწია ამას.

მე არ მაქვს დრო, ძალიან დაკავებული ვარ

ასეთი ფრაზის თქმის უფლება მხოლოდ მაშინ შეიძლება მისცეთ საკუთარ თავს, თუ პრეზიდენტი ხართ, ან ქირურგ-რეანიმატოლოგი, თუმცა მათაც კი აქვთ დასვენების დღე, ან შესვენება ლანჩზე. არ არის საჭირო ყველა დაარწმუნოთ, რომ თქვენ მუდმივად დროის პრობლემა გაქვთ. ამ შემთხვევაში ხალხი იფიქრებს, რომ საკუთარ თავზე ძალიან დიდი წარმოდგენა გაქვთ, ან უბრალოდ მათ მოშორებას ცდილობთ. იმ მომენტში შეიძლება ნამდვილად დაკავებული იყოთ, თუმცა დღის ბოლოს განთავისუფლებას შეძლებთ, ასეა არა?

მე არასდროს ვცდები

სერიოზულად? მოდით ერთმანეთი გავიცნოთ. ვინ ხართ: აკადემიკოსი, წინასწარმეტყველი თუ ღმერთი? აღიარებული ექსპერტებიც კი ცდილობენ შეარბილონ ასეთი ფრაზები და ხშირად ურთავენ ისეთ სიტყვებს, როგორიცაა “ჩემი აზრით”‘,  “ასე ვფიქრობ”, “თუ” და ა.შ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნათქვამი აღმოჩნდება სრულიად აბსურდული. “მე ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი”- თქვა ძველმა ბერძენმა ფილოსოფოსმა სოკრატემ. თავად სოკრატემ! გესმით ეს რას ნიშნავს?

ზარმაცი ვარ

მაშინაც კი, თუ თქვენ ცდილობთ გაჭიანურებას და არ გსურთ გააკეთოთ ის რასაც გთხოვენ, გირჩევთ, რომ არ თქვათ ამის შესახებ ხმამაღლა. რაში გჭირდებათ ზარმაცის იმიჯი? სხვათა შორის, უნდა გვახსოვდეს, რომ, ზოგიერთი ექსპერტის აზრით, სიზარმაცე ჩვენ გვხდის პასიურებსა და მოსაწყენებს.

რას მივიღებ ამის სანაცვლოდ??”

მეცნიერთა აზრით, კეთილი საქმეების კეთება სასარგებლოა.  საქმე მხოლოდ კარმაში არ არის, ფაქტია რომ, ადამიანს, რომელსაც გაუწიეს  მომსახურება, თავს ვალდებულად თვლის და სურს, რომ დაუბრუნოს უფრო მეტი სიკეთე. ნამდვილად, ვალს გადახდა უხდება. თუმცა, არ ღირს სანაცვლოდ რაიმეს მოთხოვნა. ასე თქვენ აჩვენებთ ანგარიშიანობას და თქვენს მიერ გაწეული დახმარება ნაკლები ენთუზიაზმით იქნება მიღებული, ხოლო დაბრუნებული მადლიერება კი მინიმალური.

გარშემო მხოლოდ იდიოტები არიან

პირველ რიგში, ვინ ხარ შენ, რომ სხვა ადამიანებს განსჯი? მეორე, საერთოდ რატომ აკეთებ ამას? უპატივცემულო შენიშვნების მიცემა თანამშრომლებისთვის, თანაკურსელებისთვის, მეგობართათვის, თუ ნათესავებისთვის სულაც არ აგამაღლებთ თქვენ, მითუმეტეს მაშინ, როცა ყველა ადამიანი განსხვავებულია. კრიტიკა კონსტრუქციული უნდა იყოს, რადგან სხვა ადამიანების დადანაშაულება არაპროფესიონალურია და სხვის ხარჯზე თვითდამკვიდრების მცდელობას ჰგავს.

შეიძლება ახლა სისულელეს ვიტყვი, მაგრამ…”

რატომ უნდა დაიკნინოთ თავი და ძირი გამოუთხაროთ თქვენს ავტორიტეტს? ამ რეპლიკის შემდეგ უნებლიეთ თანამოსაუბრეთ თქვენი სიტყვების მიმართ უნდობლობა გაუჩნდებათ, მაშინაც კი თუ თქვენ მართლები იქნებით. თუ ნამდვილად არ ფლობთ ზუსტ ინფორმაციას ამ საკითხზე და ამის გამო არ ხართ საკუთარ თავში დარწმუნებული, მოიძიეთ დამატებითი მასალები და შემდეგ დაუბრუნდით თემას.

არ არის ჩემი ბრალი

დამნაშავის ძებნა უმადური საქმეა. თუ თქვენ კრიტიკული სიტუაციის, პრობლემის წარმოქმნის, ან რაიმე გაურკვევლობის მოწმე იყავით, მშვიდად და გუწრფელად თქვით, თუ რა მოხდა. იმოქმედე ფაქტებით და მიეცი სხვებს საშუალება, გადაწყვიტონ, თუ ვინ იყო დამნაშავე. როგორც კი დაიწყებთ ყველაფრის სხვაზე გადაბრალებას, თქვენ უპასუხისმგებლო ადამიანად მიგიჩნევენ. ერთნი არ მოინდომებენ თქვენთან ერთად მუშაობას, ხოლო მეორენი ყველა წარუმატებლობას თქვენ დაგაბრალებენ.

მე რჩევები არ მჭირდება

ვალდებული არ ხარ დაეთანხმო სხვათა აზრს, თუმცა ადამიანს არ მისცე საუბრის საშუალება, ეს უხეშობა და სიბეცეა. შესაძლოა დღეს რჩევები მართლაც არ გჭირდება, მაგრამ ხვალ სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს და დახმარება დაგჭირდეს. ამ დროს როგორ უნდა შეხედოთ იმ ადამიანებს თვალებში, რომელთა აზრი უბრალოდ კი არ გაითვალისწინეთ, არამედ საჭიროდაც კი არ ჩათვალეთ, რომ მოგესმინათ.

მე ყოველთვის ასე ვაკეთებ

კონსერვატიზმმა შეიძლება ცუდი სამსახური გაგიწიოთ. “ასე იყო ყოველთვის” ფრაზის გამეორებით, ხალხი ხშირად აჩვენებს თავის პასიურობასა და შიშს ცვილებებისადმი. არც ისე დიდი ხნის წინ, გოგონები “ყოველთვის” ატარებდნენ კორსეტს და კაბებს კრილონით, ადამიანები “ყოველთვის” წერდნენ წერილს ხელით და ინტერნეტშიც მოდემის საშუალებით შედიოდნენ. სამყარო იცვლება და უმჯობესია, რომ მას ფეხი ავუწყოთ. ხშირად ასეთი საქციელის უკან იმალება უუნარობა, მოერგოთ ახალ გარემოს და ჩვევა იცხოვროთ მუდმივად წარსულით.

არა

უგუნური ადამიანი ყოველთვის ამბობს “არა, ხოლო ჭკვიანი – “კი”. “არა” აჩერებს ყველანაირ ინოვაციას, იდეას, ექსპერიმენტს. ჩვენ ბოლომდე ვერც კი ვაცნობიერებთ, თუ როგორი დამანგრეველი ძალა შეიძლება ჰქონდეს ამ სამ ასოიან სიტყვას. რატომ უნდა შევქმნათ ხელოვნური საზღვრები? უთხარი “კი” მოგზაურობას, ახალ შენაძენებს, ახალ შეხვედრებს და ცხოვრება საინტერესო გახდება.

აღარასდროს მომწერო (დამირეკო)”

არასოდეს თქვა “არასდროს”.  მსოფლიო პატარაა, ასე რომ არ ღირს ასე ერთი ხელის მოსმით დაწვათ ყველა ხიდი. ადამიანს, რომელთანაც კონფლიქტი გაქვს, შეიძლება რამდენიმე წლის შემდეგ კვლავ გადაეყარო ცხოვრების გზაზე. ვინ იცის, იქნებ თქვენ ერთად მუშაობაც კი მოგიხდეთ. ყველა შემთხვეაში არ გააკეთოთ მკვეთრი მოქმედებები. უბრალოდ დააიგნორეთ ზარები და შეტყობინებები.

მე მეწყინა

თუ დავუჯერებთ ხალხურ სიბრძნეს, ნაწყენ ადამიანებს ცივი წყლის დალევას “აიძულებდნენ”. იმის მაგივრად, რომ გაიბუტოთ, ჩამოშორდით ინფანტილიზმს და კონსტრუქციულ აზრებს. მაგალითად, იმის მაგივრად, რომ გაბრაზდეთ უფროსზე ბევრი დავალების მოცემის გამო, ეცადეთ მოელაპარაკოთ უფრო ხელსაყრელ სამუშაო პირობებზე, ან მატერიალურ ანაზღაურებაზე.

 

SHARE