გარესამყაროსგან მოწყვეტილნი

0
2484

კოროვაის ტომი ბინადრობს პაპუა ახალი გვინეის სამხრეთ ნაწილში, ღრმა ჯუნგლებში.

ისინი სახლებს აშენებენ ხეებზე გარესამყაროდან მოწყვეტით. ხეების სიმაღლე დაახლოებით 6დან 12 მეტრამდეა, მაგრამ ზოგიერთი მათგანი ამჯობიინებს უფრო მაღალ ადგილზე დაახლოებით 35 მეტრზე ცხოვრებას. როგორც წესი ისინი სახლებს აშენებენ ერთ ხეზე, მაგრამ მეტი სიმყარისთვის ზოგჯერ რამდენიმე, ერთმანეთთან ახლოს მდგომ ხეს არჩევენ. ეს ხე სახლები კოროვაის ტომის წარმომადგენლებს იცავს მტის თავდასხმებისგან და მათი აზრით ასევე  ისინი თავს ირჩენენ ნადირობით, შემგროვებლობით და თევზაობით. კოროვაის ტომს აქვს რამდენიმე წესი გენდერულ საკითხთან დაკავშირებით. რელიგიულ რიტუალებში მხოლოდ და მხოლოდ მამრობითი სქესის წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას.

1990 წელს მათ თანამშრომლობა დაიწყეს ტურისტულ კომპანიასთან. ტურისტული კომპანიები ამ ტერიტორიაზე ყიდდნენ ტურებს. ევროპელმა ვაჭრებმა გაიგეს, რომ აქ ხარობდა უძვირფასესი და უიშვიათესი აგარის ხე. ვაჭრები კოროვაის ტომის წარმომადგენლებს მოატყუეს და 1 კილოგრამის ნაცვლად მათ მხოლოდ და მხოლოდ 4 $ უხდიდნენ, ხოლო თვითონ 1000 დოლარად ყიდდნენ.
ვაჭრების შესვლამ ამ ქვეყანაში გამოწვია ასევე პროსტიტუციის გავრცელება ჯუნგლებში, რის გამოც სწრაფად შიდსით დაინფიცირება გაიზარდა. საბოლოოდ, ეს სავაჭრო ურთიერთობა დამთავრდა 1999 წელს. 2011 წელს BBCმ მოამზადა რეპორტაჟი ამ ტომის შესახებ. რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია საზოგადოებაში.

 

SHARE