როგორ უნდა გაუგოთ თქვენს რჩეულს?

0
2604

არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლის ხართ, სიყვარულის ენაზე ყოველთვის შეიძლება ლაპარაკი. თუმცა, ხანდახან აღმოჩნდება, რომ პარტნიორების ენა სულაც არ არის ერთი და იგივე.

ამერიკელმა ფსიქოლოგმა გარი ჩეპმენმა დაადგინა, რომ არსებობს 5 მნიშვნელოვანი რამ, რომელთა მიხედვით ჩნდება ჩვენი გრძნობები. ეს არის დროშექებასაჩუქრებიშეხება და ზრუნვა. ყოველი ჩვენგანი საყვარელი ადამიანისგან ელოდება სიყვარულის გამოხატვას იმ სიტყვებითა და მოქმედებებით, რომელსაც ბავშვობიდანაა მიჩვეული. პარტნიორმა შეიძლება სიყვარულის სრულიად სხვა ენა გამოიყენოს, ამ დროს ახლობელ ადამიანებს ხშირად უჭირთ ერთმანეთის გაგება. როგორ უნდა უთხრათ რაიმე თქვენს საყვარელ ადამიანს, რომ მან გაიგოს? განსაზღვრეთ თქვენი რჩეულის სიყვარულის ენა და გამოიყენეთ ის.

დრო

ადამიანთათვის, რომლებიც ამ ენაზე საუბრობენ, მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ მათთან იყოთ. ყველაზე ძვირფასი ერთად გატარებული დროა. ნელი სეირნობა და გულწრფელი საუბარი, საერთო მოგონებები აახლოვებს და ურთიერთგაგების გრძნობას აღვივებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორს შეეძლოს გულღიად ლაპარაკი და თანამოსაუბრის მოსმენა.

თუ თქვენი საყვარელი “დროის ადამიანი” აფასებს ოჯახურ დღესასწაულებს, შეკრებებს დიდ მაგიდასთან, ესე იგი მას სჭირდება ახლობლების თანადგომა. ადამიანებმა, რომლებიც დროის ენაზე ლაპარაკობენ, მოიგონეს ფრაზა, რომ საყვარელ პიროვნებასთან შესაძლებელია არა მხოლოდ საუბარი, არამედ უბრალოდ ჩუმად ყოფნაც კი.

ქებადიდება

ეს ადამიანები მხოლოდ მაშინ გრძნობენ თავს საჭიროდ და საყვარლად, როცა მათ გასამხნევებელ სიტყვებს ეუბნებიან და აქებენ. თუმცა, ხალხი რომელიც სიყვარულის ამ ენაზე ლაპარაკობს, თვითონ სხვებისთვის შექების თქმას ერიდებიან. მათ შეიძლება დაავიწყდეთ კიდეც თუ რამეს დაგპირდნენ, თუმცა ყოველთვის აღნიშნავენ, თავიანთ ელემენტარულ მიღწევას. მათ უყვართ ლაპარაკი, კამათი და განხილვა. გახსოვდეთ, რომ მწარე შენიშვნა და ირონია ძალიან მტივნეულია მათთვის.

ისინი პარტნიორში ყველაზე მეტად გამხნევების უნარს აფასებენ, როცა მას შეუძლია რთულ მომენტში საჭირო სიტყვების პოვნა. რა თქმა უნდა, ასევე კომპლიმენტების თქმაც მნიშვნელოვანია, მხოლოდ ისე, უმიზეზოდ.

საჩუქრები

ჩვენი კულტურისთვის ყველაზე ნაცნობი სიყვარულის ენის გამოვლინების საშუალებაა. ზოგიერთი ჩვენგანი საჩუქრის მიღების შემდეგ გრძნობს, თუ როგორი მნიშვნელოვანი და ძვირფასია სხვებისთვის. ასეთ ადამიანებს, ხილული და ხელშესახები სიყვარულის გამოვლინება სჭირდებათ, თუმცა საჩუქრის ღირებულებას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

გაიხადეთ ჩვევად, ასეთი ადამიანისთვის შეადგინოთ საჩუქრების სია. შემთხვევით ლაპარაკის დროს, ან აღტაცებულ მზერაში შეიძლება გაიგოთ, თუ რა სურს მას. პატარა სიურპრიზები, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, სწორედ ეს გაალღობს თქვენი რჩეულის გულს.

შეხება

დიახ, პირველ ადგილზე პარტნიორების ფიზიკური კონტაქტია. თუმცა, სექსი მათთვის შეიძლება სულაც არ იყოს მთავარი. ჩახუტება და მოფერება, აი რა არის ძვირფასი. ყველას გვახსოვს დედის თბილი ჩახუტება, ბებიის ტკბილი კოცნა. მოზარდებსაც ნამდვილად გვჭირდება მსგავსი შეხება.

ეცადეთ, ხშირად ჩაკიდოთ ხელი, აკოცოთ, შეეხოთ პარტნიორს და მას ყოველთვის გაუბრწყინდება თვალები. მხოლოდ მაშინ, როცა ის ფიზიკურად აღიქვავს თქვენს იქ ყოფნას, გრძნობს სხეულით კონტაქტს და იცის, რომ თქვენ ის გიყვართ.

დახმარება

ასეთი ტიპის ადამიანები მხოლოდ ქმედებებს აფასებენ, უფრო სწორედ, კონკრეტულ საქმეებს და დახმარებას. ასეთ ადამიანს, არ ეშინია პასუხისმგებლობის და იგივე დამოკიდებულებას ელოდება სხვებისგანაც. ის არასდროს დაივიწყებს თქვენს თხოვნას და ეცდება შეასრულოს რაც შეიძლება სწრაფად. ეცადეთ, რომ მცირედშიც კი გამოიჩინოთ მზრუნველობა, ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო საქმეებში. ეს საკმარისია იმისთვის, რომ ახლობელმა ადამიანმა იგრძნოს, რომ ის უყვართ.

მე არ მესმის

როგორ უნდა გაიგოთ რომელ ენაზე ლაპარაკობს თქვენი რჩეული?

მისი სიყვარულის ენა დროა, თუ:

  • ის ამბობს, რომ თქვენ იშვიათად გადიხართ ერთად სადმე, ან იშვიათად რჩებით მარტონი;
  • ყველაზე ნათელი, ბავშვობის მოგონებები დაკავშირებულია საერთო საუბართან და ოჯახურ შეკრებებთან;
  • იხსენებს თქვენი ურთიერთობის დასაწყისს და პირველ რიგში იგონებს ერთად სეირნობას და საუბარს.

მისი სიყვარულის ენა ქებაა, თუ:

  • ის ამბობს, რომ თქვენ ვერ შეამჩნიეთ მისი წარმატება და თითქმის არც კი შეაქეთ;
  • ყველაზე ნათელი და სასიამოვნო ბავშვობის მოგონებები დაკავშირებულია გამამხნევებელ სიტყვებთან, რომელსაც ახლობლები ეუბნებოდნენ;
  • თქვენი ურთიერთობის დასაწყისში ყველაზე ძვირფასი მისდამი ნათქვამი ლამაზი სიტყვები და კოპლიმენტები იყო.

მისი სიყვარულის ენა საჩუქრებია, თუ:

  • ის გეუბნებათ, რომ თქვენ ძუნწი ხართ, გავიწყდებათ მიულოცოთ დღესასწაულები და მნიშვნელოვანი თარიღები;
  • ყველაზე ნათელი და სასიამოვნო ბავშვობის მოგონებები დაკავშირებულია საჩუქართან, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობდა;
  • წარსულში, ის პირველ რიგში იხსენებდა საყვარელ საჩუქრებს, ყვავილების თაიგულს.

მისი სიყვარულის ენა შეხებაა, თუ:

  • ის ამბობს, რომ თქვენ იშვიათად ეხუტებით და სიახლოვე აკლია;
  • ყველაზე ნათელი და სასიამოვნო ბავშვობის მოგონებები დაკავშირებულია ახლობლების მიერ ძლიერ ჩახუტებასთან;
  • თქვენი ურთიერთობის დასაწყისზე ფიქრისას, პირველ რიგში იხსენებს ნაზ ჩახუტებას და კოცნას.

მისი სიყვარულის ენა დახმარებაა, თუ:

  • ის ამბობს, რომ თქვენ არასაკმარისად ზრუნავთ მასზე და არ იღებთ მონაწილეობას მის საქმეებში;
  • ყველაზე სასიამოვნო ბავშვობის მოგონებები უკავშირდება კომფორტისა და დაცულობის გრძნობას;
  • ყველაზე ძვირფასი რამ ურთიერთობაში მზადყოფნა დახმარებისთვისაა.