როგორ ველაპარაკოთ რეგვენებს, რა ვუყოთ მანიპულატორებსა და მატყუარებს

0
4554

აუტანელ ადამიანებთან ურთიერთობის ინსტრუქცია.

გამოდის თარგმანი, ცნობილი ფსიქიატრის მარკ გოულსტონის წიგნისა – “როგორ ველაპარაკოთ რეგვენებს”. წიგნის ავტორმა შექმნა მომლაპარაკებელთა კურსი გამოძიების ფედერალური ბიუროსთვის (FBI) და ახლა ასწავლის მენეჯერებს, თუ როგორ გაუმკლავდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც ბიზნესს ემუქრებიან. ავტორი გვიყვება, თუ როგორ დავამყაროთ კონტროლი ირაციონალურ ადამიანებზე და გავუმკლავდეთ კლიენტებს, კოლეგა-მანიპულატორებს და გადარეულ ხელმძღვანელებს.

ნუ გაქვთ დანაშაულის გრძნობა

ისე ხდება, რომ ჩვენ უცებ აღმოვაჩენთ – ირაციონალურ პიროვნებებთან ურთიერთობებში ვწვალობთ მხოლოდ იმიტომ, რომ არ გვინდა დავმცირდეთ საკუთარ თვალში. ჩვენში დიდ შიშს იწვევს იმის აღიარება, რომ თავში დიდი ხანია გვიტრიალებს ასეთი აზრები – “მე შენ ვერ გიტან და მინდა რომ გაქრე”, ან “ან ამას მოვკლავ, თუ არადა მე მოვიკლავ თავს”. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ასეთი აზრების ქონა ნორმალურია და არ გაქცევთ თქვენ ცუდ ადამიანად, თუმცა ეს იმის ნიშანია, რომ დროა შეწყვიტოთ ირაციონალურ ადამიანთან ურთიერთობა.

არც კი იფიქროთ ურთიერთობის გაგრძელება, უბრალოდ წადით. შესაძლებელია, ეს ადამიანი შეეცადოს თქვენს დაბრუნებას. ასეთ შემთხვევაში ისარგებლეთ შემდეგი პრინციპებით:

  • ნუ რეაგირებთ. არ მისცეთ თქვენს თავს უფლება, იფიქროთ, რომ ამ ადამიანის პრობლემები თქვენი პასუხისმგებლობის ზონაა, ანდა თქვენი შეცდომებიდან გამომდინარეობს. გაუმეორეთ ხოლმე თქვენს თავს: “ეს მისი შეხედულებები, მისი პრობლემებია, მისი პასუხისმგებლობაა”.
  • ნუ რისკავთ. არ მისცეთ ამ ადამიანს მცირედი შანსიც კი დაამახინჯოს თქვენი სიტყვები (აზრები) და დაგადანაშაულოთ თქვენ, ან გაგხადოთ პასუხისმგებელი სიტუაციაზე.
  • ნუ მოახდენთ რეანიმირებას. არ დაუშვათ სიტუაციები, რომლებშიც ეს ადამიანი შეეცდება ააღორძინოს თქვენი ურთიერთობები და ახლიდან დაიწყოს თქვენით მანიპულირება.

თუკი დაიწყებთ ამ პრინციპების გამოყენებას, წადით ბოლომდე. თავიდან ირაციონალური ადამიანი სავარაუდოდ შეეცდება კვლავ ჩაგითრიოთ ურთიერთობებში, მაგრამ თუკი თქვენ არ მისცემთ ამის საშუალებას, დროთა განმავლობაში იგი სხვა მსხვერპლზე გადაერთვება.

ტესტი პიროვნების აშლილობაზე

პიროვნული აშლილობით დაავადებული ადამიანის ამოცნობის სწრაფი ხერხი, თანაც მისი გამოყენება არაა რთული, თუნდაც პაემანზე, ან სამსახურში მიღებისას. ჰკითხეთ თქვენს თანამოსაუბრებს, თუ რა აღიზიანებდა, რა სწყინდა და რა უცრუვებდა მას იმედებს წარსულში. შეეცადეთ გაიგოთ, თუ ვის ადანაშაულებს ამაში ის.

ამბობს თუ არა იგი: “სულ ტყუილად გავანებე თავი ხატვას”, ან იძლევა სხვა ფორმულირებას: “მე მინდოდა ვყოფილიყავი მხატვარი, მაგრამ არც მშობლებმა, არც ჩემმა პარტნიორმა ხელი არ შემიწყვეს ამაში”? თუკი ადამიანი იტანჯება პიროვნული აშლილობით, იგი აუცილებლად დაიწყებს სხვების დადანაშაულებას. თქვენთვის გასაგები გახდება, რომ ურთიერთობის გაგრძლება არ ღირს.

პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანების 6 ძირითადი ტიპი

ისტეროიდული: ამ ტიპის ადამიანები საჭიროებენ მეტ ყურადღებას; მათთვის არასასიამოვნოა, როცა ყურადღების ცენტრში ვიღაც სხვა ექცევა. გარშემო მყოფთ ასეთი ადამიანები აღიქვამენ, როგორც მაყურებლებს, შეკრებილთ, რათა თვალყური ადევნონ მორიგ დრამას.

ნარცისული: ეს ადამიანები თავის თავს სამყაროს ცენტრად თვლიან. აბა შეეცადეთ დაელაპარაკოთ მათ თქვენს ინტერესებზე, ან საჭიროებებზე. ისინი უმალ მოიწყენენ ან გაბრაზდებიან. ისინი ყველგან განსაკუთრებულ ურთიერთობებს ელიან და არც კი უფიქრდებიან, რომ ამით სხვებს ზღუდავენ.

დამოკიდებული: ირაციონალური ადამიანები დროდადრო ემოციონალურ დამოკიდებილებაში ვარდებიან, მაგრამ მე ახლა ვლაპარაკობ მათზე, ვინც მუდმივად სხვებზეა დამოკიდებული. მათ სჭირდებათ მხარდაჭერა: მათ არ აქვთ უნარი მიიღონ გადაწყვეტილება, არ არიან მზად იმოქმედონ დამოუკიდებლად, ეშინიათ მარტო დარჩენის.

პარანოიდალური: ასეთმა ადამიანებმა მუდამ უნდა იცოდნენ, სად მიდიხართ, როდის დაბრუნდებით და ვისთან ატარებთ დროს. რამდენიც არ უნდა არწმუნოთ ისინი თქვენს ერთგულებაში, მათ არ გააჩნია ნდობის უნარი.

მესაზღვრული: ასეთი ადამიანიები ცხოვრობენ პერმანენტული კრიზისის პირობებში, მუდმივად იმის შიშში არიან, რომ თქვენ მას მიატოვებთ ან დაუწყებთ კონტროლირებას. ამიტომ ისინი თქვენ ხან გაიდეალურებენ, ხან ვერ გიტანენ. საუკეთესო ნიშანი იმისა, რომ თქვენს წინაშეა ადამიანი სასაზღვრო პიროვნული აშლილობით – ესაა თქვენი მუდმივი შიში მისი განაწყენებისა და წონასწორობიდან გამოსვლისა, რადგანაც როდესაც ეს ხდება იგი პრობლემასთან შეუსაბამოდ რეაგირებს.

სოციოპატიური: თავიდან ასეთი ადამიანები ხშირად ძალიან სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებენ, მაგრამ მათ არ აქვთ თანაგრძნობისა და გულშემატკივრობის უნარი, მათთვის უცხოა სინდისის ქენჯნა. მათ ეჩვენებათ, რომ უფლება აქვთ აკეთონ რაც მოესურვებათ, რათა სასურველს მიაღწიონ, თქვენი გრძნობები მათ არ აღელვებთ და ისინი არ უფიქრდებიან გაყენებენ თუ არა ტკივილს, როდესაც ეს მათთვის ხელსაყრელია.

თუკი შეგიძლიათ ნუ ურთიერთობთ ფსიქებთან

უმჯობესია დაფიქრდეთ, ღირს თუ არა ურთიერთობის გაგრძელება პიროვნული აშლილობით შეპყრობილ ადამიანთან. არის თუ არა მიზეზები ურთიერთობის შენარჩუნებისა, თუკი ამ ადამიანს შეუძლია მთელი სასიცოცხლო ძალები ამოქაჩოს თქვენგან? თქვენ ხომ არ შეინახავთ თანხას დეპოზიტურ ანგარიშზე თუკი ბანკი შეწყვეტს პროცენტების დარიცხვას? თქვენ აუცილებლად ფულს წაიღებთ სხვა ბანკში სადაც მისაღებ პირობებს შემოგთავაზებენ.

ჩვენი მსჯელობიდან გამომდინარე დასკვნა ასეთია: თუკი თქვენ ჯერ კიდევ არ ჩაგიდიათ “დიდი ინვესტიციები” ირაციონალურ ადამიანში, დაფიქრდით, უფრო საზრიანი ხომ არაა ურთიერთობის შეწყვეტა. მე მუდმივად მიხდება ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა, მაგრამ ეს ჩემი სამუშაოა. თუკი თქვენ არ გაქვთ საკმაოდ ღირებული (დიდი) მიზეზი, სჯობს გაუფრთხილდით თქვენს თავს.

როგორი რეაგირება უნდა გქონდეს ირაციონალურ შეტევაზე – უბრალოდ გაჩუმდი

როდესაც ირაციონალური ადამიანი გიტევთ, თქვენი პირველი ინსტიქტია დაარტყათ საპასუხოდ, მაგრამ ეს არ მუშაობს ასე რომ ნუ თვლით ამას შეტევად, შეცვალეთ თქვენი დამოკიდებულება, გაჩერდით და უთხარით თქვენს თავს: “საუკეთესო შესაძლებლობაა გამოავლინოთ თავდაჭერილობა”. შემდეგ, როგორც საჭიროა უღრიალეთ ან შეუკურთხეთ თანამოსაუბრეს – თქვენთვის და არა ხმამაღლა! – ყველა შესაბამისი სიტყვების გამოყენებით. შემდეგ კი არაფერი არ გააკეთოთ, უბრალოდ აიღეთ პაუზა, შემდეგ კი კვლავ გაიფიქრეთ: “საუკეთესო შესაძლებლობაა გამოავლინოთ თავდაჭერილობა”.

თუკი ბოღმა გახრჩობთ შეგიძლიათ, უსიტყვოდ გალაძღოთ თქვენი თავი. მაგალითად, იტყვით “მიმიფურთხებია მე ამ თავშეკავებისთვის, მოდი ერთი მაგრად გავცოცხავ ამ ეშმაკეულს!”, ხოლო შემდეგ ღრმად ჩაისუნთქეთ და გაიმეორეთ “საუკეთესო შესაძლებლობაა გამოავლინოთ თავდაჭერილობა”.

ამ მომენტისთვის თანამოსაუბრე უკვე ელოდება, როდის გადახვალთ თქვენ თავდაცვის პოზიციაში და დაიწყებს ყვირილს, ტირილს, ან გაქცევას. როდესაც აქედან არაფერი გამოვა, განიარაღებული აღმოჩნდება. შემდეგ შეხედეთ ოპონენტს თვალებში და უთხარით განცვიფრებულად, ოღონდ სიბრაზის გარეშე: “ჰოო! და რა იყო ეს??”

მიეცით საშუალება თანამოსაუბრეს კვლავ გადმოანთხიოს თქვენზე ბოღმა, შემდეგ კი უთხარით რაიმე მსგავსი: “არ შემიძლია ვთქვა, რომ მე მომწონს შენი ტონი, მაგრამ მე მაინც არ მინდა რაიმე გამომრჩეს: კონკრეტულად რა გინდა, რომ გამაგებინო?” ეს არაა შენი საუკეთესო გამოსვლა, მაგრამ მითხარი რა გინდა, რა გავაკეთო ან რა აღარ გავაკეთო? რათა ასეთი საუბარი მეორედ აღარ განმეორდეს.”

გარკვეულ მომენტში, თუკი თქვენ შეინარჩუნებთ სიმშვიდეს, თქვენი თანამოსაუბრე მიხვდება, რომ ასეთი გამოხტომები მეტად აღარ იმუშავებს. შემდეგ, შენ შეგიძლია გადაიტანო საუბარი უფრო პოზიტიურ ნიადაგზე. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი თქვენ არ გამოგივიდათ საუბარი შეშლილთან ამ კონკრეტულ დღეს, თქვენ იამაყებთ თქვენი ქცევით.

როგორ მოვიდეთ აზრზე შეშლილის გამარჯვების შემდეგბოდიში მოიხადეთ

თუკი შეშლილთან საუბარი გეგმის მიხედვით არ წავიდა და თქვენ დაკარგეთ თვითკონტროლი, შესაძლოა თქვენ ილაპარაკეთ ან გააკეთეთ უამრავი საწყენი რამ. თუკი ეს ასეა, თვენ გულწრფელად უნდა მოიხადოთ ბოდიში.

ეს ძალიან ძნელია, მე ვიცი რომ ეს აბსოლუტურად არასამართლიანად გამოიყრება, რადგანაც თქვენი აზრით ირაციონალურმა ადამიანმა თავად მიგიყვანათ თქვენ აფეთქებამდე, მაგრამ მობოდიშება განაიარაღებს მას და საშუალებას მოგცემთ თავი უკეთ იგრძნოთ. ასე რომ, მიდით ადამიანთან და უთხარით: “მე მინდოდა ბოდიში მომეხადა იმისთვის, რომ მე ასეთი მგრძნობიარე ვიყავი შენი სიტყვების მიმართ”.

უფრო მოსალოდნელია, რომ მოხდეს რაიმე საინტერესო. ადამიანს შეუძლია მობრუნდეს თქვენსკენ და თქვას: “მე ვიცი, რომ ჩემი ქცევა შენს განაწყენებას იწვევს”. ამ მომენტიდან თქვენი საუბარი სრულიად სხვა მიმართულებით წავა. მე მესმის, რომ ქცევის ეს მეთოდი თქვენ არასამართლიანად მიგაჩნიათ. ეს ხომ თქვენ არ ყვირიხართ. თქვენ არ მოსთქვამთ, თქვენ არ ეუბნებით სხვას საშინელ რაღაცეებს.

ჩვეულებრივ, ჩემს კაბინეტში რაციონალური და ემოციონალური კლიენტების დაპირისპირების დროს ირკვევა, რომ რაღაც მომენტში ლოგიკურმა პარტნიორმა შეგნებულად თუ შეუგნებლად ღრმად შეურაცყო თავისი უფრო მგრძნობიარე “ნახევარი” გულგრილობით, მაღალფარდოვნებით, დატუქსვით, იგნორირებით, ან აბუჩადამგდები დაცინვებით. ეს იმას ნიშნავს, რომ დამნაშავე ორივე მხარეა და თითოეულ მათგანს ბოდიშის მოხდა ევალება. მე კი უბრალოდ გთხოვთ გააკეთოთ ეს პირველმა.

დაეხმარეთგანმხეთქილებელსმიიღოს უარი

“განმხეთქილებლები” – ესაა მთელი დასავლური ცივილიზაციის ანარეკლი. სხვა კულტურებში ადამიანებს ხშირად ესმით “არა” და ეჩვევიან ამით იცხოვრონ. მაგრამ ჩვენ არ ვართ შეგუებული იმასთან, რომ ჩვენს სურვილებს ანგარიშს არ უწევენ. განხეთქილება ესაა მანიპულაციის ფორმა, როდესაც განმხეთქილებელი ცდილობს თქვენ თამაშში მის მხარეს ჩაგითრიოთ ადამიანის წინააღმდეგ, რომელმაც მას უარი უთხრა. ესაა ბინძური თამაში, რომელსაც შეუძლია დაანგრიოს ურთიერთობები ორ ადამიანს შორის.

მოქმედების გეგმა:

  1. თუკი ვინმე გიყვებათ ისტორიას ადამიანის ღალატზე, რომელსაც იგი ენდობოდა, გადაამოწმეთ ფაქტები. თუ თქვენ მოგეჩვენებათ, რომ მიმდინარეობს განხეთქილება, უჩვენეთ თანამოსაუბრეს. რომ თქვენ გამოიცანით მისი ტრიუკი, შემდეგ ესაუბრეთ მას იმის შესახებ, თუ როგორ მოვეპყრათ იმედგაცრუებას, ნაწილებად დაუშლელად და სხვა ადამიანების ჩაუთრევლად.
  2. თუ მსგავსი სიტუაცია შეიქმნება სამუშაო ადგილზე, ეკონომია გაუკეთეთ კონფლიქტის მონაწილეთა დროს და დაურეკეთ ადამიანს, რომელიც გნაცხადა “არა”, სანამ თანამოსაუბრე თქვენს კაბინეტში იმყოფება. თუ ეს შესაძლებელია, გადაიყვანეთ ზარი ხმამაღალ კავშირზე, ასე თქვენ აიცილებთ “გაფუჭებული ტელეფონი”-ს თამაშს და სწრაფად განსაზღვრავთ, ხომ არ აჭარბებს თანამოსაუბრე და სწორად გაცნოთ თუ არა ყველა ფაქტი.
  3. დაუსვით თქვენს თავს შეკითხვა: “რამდენად გონიერად იქცევა ადამიანი, რომელმაც ჩემს თანამოსაუბრეს უთხრა “არა”? თუკი არსებობს თუნდაც მცირედი შანსი იმისა, რომ ადამიანი ირაციონალური, ან აგრესიულია, გაითვალისწინეთ ეს, ხოლო თუკი არა, თქვენ საქმე გაქვთ “განმხეთქილებელთან”.
  4. გააკეთეთ პაუზა. შემდეგ თანამოსაუბრეს შეხედეთ უცოდველი და გაკვირვებული მზერით და უთხარით: “სანამ მე რამე პოზიციას დავიკავებ, იქნებ ამიხსნა, რატომ გიპასუხა ამ ადამიანმა”არა”? კონკრეტულად რა უთხარი შენ მას? ჩვენ ხომ ორივე ვიცნობთ მას და ჩვეულებრივ ის გონივრულად იქცევა. ის შენ არ მოგაყენებდა ტკივილს უმიზეზოდ”.
  5. ამ მომენტისთვის “განმხეთქილებელი” ხშირად აღშფოთდება ხოლმე: “თქვენ ერთნაირები ხართ. ყოველთვის ერთმანეთის მხარეს იჭერთ”. აი რა ვუთხარი მე ჩემი ოჯახის წევრს, რომელიც პირდაპირ დააპარალიზა “არა”-ს გაგონების პერსპექტივამ: “რაც უფრო ადვილად უმკლავდები შენს წარუმატებლობებს, მით უფრო მაღალი იქნება შენი მოლოდინები. თუკი სიტყვა “არა” შენთვის მცირე უსიამოვნება გახდება, შენ შეგიძლია იოცნებო რაზეც გნებავს. თუ ყოველი უარი შენ ფეხებში გცელავს, შენი ოცნებები ყოველთვის შეზღუდული იქნება”.

მსგავსი საუბრები მოითხოვს მოთმინებასა და ტაქტს, მაგრამ საბოლოოდ თქვენ მიაღწევთ სამ მიზანს. პირველ რიგში თქვენ მხარს დაუჭერთ ადამიანს, რომელმაც თქვა “არა”. მეორეს მხრივ თქვენ აჩვენებთ “განმხეთქილებელს”, რომ გამოიცანით მისი ტრიუკი და მესამე ყველაზე მთავარი, დაეხმარებით “განმხეთქილებელს” გაიგოს, რომ “არა” კიდევ არაა სამყაროს დასასრული. დაეხმარებით ადამიანს მიიღოს უარი და მას აღარ მოუნდება ადამიანებით მანიპულირება, რათა გაიგონოს “კი”.

ეპირფერეთ ყოვლისმცოდნეებს თქვენივე კეთილდღეობისთვის

ყოვლისმცოდნეები თამაშობენ კბენიაობას. მათი წესების ვერსია შემდეგნაირად ჟღერს: მე შენ გიკბინე (გაგაუფასურე, ან დაგამცირე), მაგრამ შენ მე ვერ მიკბენ (რადგან ჩემი თავდაჯერებულობა საკუთარ აღმატებულებაში შეურყეველია). ამ თამაშში შეუძლებელია მოგება, ამიტომ ნუ ჩაერთვებით მასში. ამის მაგივრად გააკეთეთ რაიმე, რასაც ყოვლისმცოდნე არ ელის: დაეთანხმეთ, რომ იგი წარმოუდგენლად ჭკვიანია. წაეპირფერეთ, თუ რამდენად კარგად ესმის მას ყველაფერი. გამოიყენეთ შემდეგი ეპითეტები: “ბრძენი, დაფიქრებული, ჭკვიანი, გენიალური. ამის შემდეგ, კი თქვით ის რისი თქმაც გსურთ: “ადამიანები ღირსეულად შეაფასებდნენ თქვენს გონებას, თუკი თქვენ არ აიძულებდით მათ, რომ ვერ გიტანდნენ”.

ამგვარად, თქვენი სიტყვები თანხვედრაში იქნება ამ ადამიანის სამყაროს სურათთან და მწარე აბის გადაყლაპვა უფრო ადვილი გახდება. თუკი ყოვლისმცოდნე ყელში გყავთ ამოსული, მსგავსი პირფერობის თქმა გულის კაწვრით მოგიხდებათ, მაგრამ ოინი იმაშია, რომ კონცენტრირება მოვახდინოთ საბოლოო მიზანზე. გავაკეთოთ ისე, რომ ადამიანი უკეთესად იქცეოდეს. თუ თქვენ ამას პირფერობით მიაღწევთ, მაშინ თამაში ამად ღირს.

რაც უფრო მეტად ეპირფერებით ყოვლისმცოდნეს, იმდენად ნაკლებად სავარაუდოა, რომ თქვენ მან დაგამციროთ:

  1. თუ თქვენ მუშაობთ ყოვლისმცოდნესთან, გაარკვიეთ რომელ სფეროშია ის პროფესიონალი.
  2. როდესაც შეხვდებით დაიწყეთ შემდეგი ინფორმაციით, მაგალითად თქვით, “თქვენ საოცარი ტალანტი გაქვთ”, “თქვენ ჩვენი საუკეთესო დიზაინერი ხართ”, “თქვენი იდეები საღია და ახალი”, “თქვენ ფერთა საუკეთესო შეგრძნება გაქვთ”, “თქვენი ბოლო პრეზენტაცია უბრალოდ შესანიშნავია”.
  3. შემდეგ აუხსენით, რომ ყოვლისმცოდნის ქმედება ვნებს მას, მაგრამ ეს ისე გააკეთეთ, რომ ამან კიდევ უფრო გააძლიეროს თქვენი პირფერობა. მაგალითად თქვით: “ჩვენს უმცროს დიზაინერებს შეუძლიათ ბევრი ისწავლონ თქვენგან, მაგრამ როდესაც თქვენ მათ დასცინით, ან მკვეთრად აწყვეტინებთ, ისინი გადიან ურთიერთობიდან, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი ვერ იღებენ პოტენციურ სარგებელს. მე ვფიქრობ, რომ თუ თქვენ გამონახავთ საშუალებას ელაპარაკოთ მათ, როგორც  მასწავლებელი მოსწავლეს და არა როგორც კრიტიკოსი, ისინი თქვენგან ბევრად მეტს მიიღებდნენ”.

ყოველთვის უარი უთხარით მანიპულატორებს

მანიპულატორები შეშლილების განსაკუთრებული სახეობაა. მათი ქცევა დიდი ხნის პერსპექტივაში არ მუშაობს, რადგან ადამიანთა უმეტესობა ზურგს აქცევს მათ, თუმცა იგი სულაც არაა ცუდი მოკლევადიან პერსპექტივაში. ასეთი ადამიანები კი თავის ცხვირს იქით ვერ ხედავენ. მანიპულატორები ცდილობენ, რომ თავიანთი პრობლემები თქვენს პრობლემად აქციონ და ისინი წარმატებას მიაღწევენ, თუ თქვენ ამის უფლებას მისცემთ. ისინი გამოგწურავენ თქვენ ემოციონალურად და ზოგჯერ ფინანსურადაც. არ აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენს ეხმარებით თქვენ მათ, ისინი შემდეგ კვირაში მაინც მოვლენ (მეორე დღესაც კი), რომ თქვენ დაეხმაროთ მომდევნო პრობლემის მოგვარებაში.

წიგნში “მე მესმის შენი განმჭვალვით” მე გთავაზობთ მანიპულატორების ჩამოშორების ხერხებს. დაელოდეთ, სანამ ისინი რაიმეს გაკეთებას გთხოვენ და უპასუხეთ: “მე მოხარული ვიქნები დაგეხმარო, მაგრამ რა შეგიძლია გააკეთო შენ ჩემთვის?” ეს შესანიშნავად მოქმედებს წვრილმან მანიპულატორებზე, თუმცა ხშირად არ მოქმედებს ნამდვილ პროფესიონალებზე.

უკანასკნელ შემთხვევაში თქვენ დაგჭირდებათ უფრო მძლავრი იარაღი. ჩემთვის ცნობილია ორგვარი მიდგომა ასეთი მანიპულატორებისადმი. მე მათ ვუწოდებ “მტკიცე უარს” და “თავაზიან უარს”. თუკი თქვენ ბუნებით რბილი ადამიანი ხართ, გამოიყენეთ მეორე ვარიანტი, ხოლო თუ თქვენ გყოფნით გამბედაობა და არ გეშინიათ წინააღმდეგობის, მთელი ძალებით ეცადეთ გამოიყენოთ პირველი მეთოდი.

მტკიცე უარი

წარმოიდგინეთ ემოციონალურად დამოკიდებული ადამიანი-მანიპულატორი. დავუშვათ, მას ჰქვია ჯონი, რომელიც ყოველდღე მოგმართავთ კვირის განმავლობაში, წუწუნებს და გთხოვთ, შესაძლებელია მოითხოვს კიდეც, რომ თქვენ გადაჭრათ მისი პრობლემები.

შემდეგ ჯერზე, როდესაც ჯონი იგივეს წამოიწყებს, გააკეთეთ შემდეგი:

  • მიეცით საშუალება გამოთქვას აზრი, დაადანაშაულოს ვინმე, იწუწუნოს, ან იჩივლოს.
  • გააკეთეთ პაუზა.
  • თქვით: “ყველაფერი იქნება კარგად, ან ყველაფერი იქნება ცუდად, ან ყველაფერი ისე დარჩება”, ან არცერთი ჩამოთვლილი ვარიანტებიდან.
  • მიეცით საშუალება კიდევ ილაპარაკოს და იწუწუნოს (ის იწუწუნებს, რადგან მისმა მანიპულაციამ არ იმუშავა და ცუდ ხასიათზე იქნება).
  • გააკეთეთ პაუზა.
  • თქვით: “ოჰ მაპატიეთ. ან პასუხი იქნება სხვა და რა პასუხი ეს მე არ ვიცი”/
  • მიეცით საუშალება, რომ, კიდევ იჩივლოს და იწუწუნოს.
  • გააკეთეთ პაუზა.
  • თქვით: “არ მგონია მე შევძლო დახმარება, იმედი მაქვს ყველაფერი მოგვარდება. მაპატიე, მაგრამ მე წასასვლელი ვარ”. – თუ უნდა, რომ ბოლო სიტყვა მას დარჩეს, ნუ შეეწინააღმდეგებით. შემდეგ დაემშვიდობეთ და წადით (ან დაკიდეთ ყურმილი).

აი მტკიცე უარის ვარიანტი, რომლითაც მე ვსარგებლობ. ის ნამდვილად ზემოთ მოყვანილს ჰგავს.

მე ვამბობ ასე: “გასაგებია, და რა მერე?”

სანამ ადამიანი წუწუნებს, მე შევნიშნავ “ბევრი საქმე მაქვს გასაკეთებელი, ასე რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავიდე და დავიწყო მათი კეთება. და რის გაკეთებას აპირებ შენ პირველ რიგში?”

თუ წუწუნი გრძელდება ვპასუხობ: “კარგი, მე წავალ, მოგვიანებით მომიყევი, თუ  რას მოიმოქმედებ ამასთან დაკავშირებით”. ამის შემდეგ მშვიდად მივდივარ.

დაეხმარეთმრუდე სარკესდაიმსახუროს უფროსების შექება

დირექტორებსა და მენეჯერებს არაფერი არ აკარგვინებთ პატივისცემას დაქვემდებარებულთა თვალში ისე, როგორც მანიპულაცია მათი მხრიდან, ვისაც მე ‘მრუდე სარკეს” ვეძახი. თქვენ იცით, თუ ვინ მყავს მე მხედველობაში.

აი რას აკეთებენ ასეთი ადამიანები:

  • შესანიშნავად ურთიერთობენ ზემდგომ კოლეგებთან.
  • იმსახურებენ უფროსის ნდობას, საიდუმლოდ წარუდგენენ “სადაზვერვო მონაცემებს”.
  • მოიპოვებენ უფროსის სიყვარულს პირადი მომსახურეობის შეთავაზებით, რომელსაც ხშირად სარგებლობა მოაქვს უფრო მეტად მხოლოდ უფროსისთვის, ვიდრე კომპანიისთვის.
  • დარტყმის ქვეშ აყენებენ უფრო კომპეტენტურ კოლეგებს მათზე ცუდი ლაპარაკით.
  • მანიპულირებენ უფროსებით, რომლებიც ცუდად ერკვევიან ადამიანებში.
  • “პოლიტიკურ თამაშებს” უფრო წარმატებით ართმევენ თავს, ვიდრე თავიანთ უშუალო მოვალეობებს.
  • ზემდგომ კოლეგებს ესახებიან უფრო ნიჭიერად, ვიდრე თანასწორებს და ქვემდგომებს.
  • ძირითადად ზრუნავენ თავიანთ უსაფრთხოებაზე.
  • არ რეაგირებენ კრიტიკაზე თავიანთი ქმედების, თუ უმოქმედობის გამო.
  • ეშინიათ მათი, ვინც აჩვენებს მაღალ შედეგებს, რადგან მათ ფონზე ნათლად ჩანს მათი არაკომპეტენტურობა.
  • თავიანთ არაადეკვატურ და პირფერულ საქციელს სხვების დადანაშაულებით, ბოდიშის მოხდით, გარშემომყოფთა კრიტიკის მინიმუმამდე დაყვანით მალავენ.
  • ვერაფერი აჩერებთ მათ, როცა ისინი ცდილობენ თავიანთი უპატიოსნო საქციელის დაფარვას.

“მრუდე სარკეები” გზას იკაფავენ იმ კომპანიებში, სადაც არის სუსტი ადგილები. ხშირად ეს სუსტი ადილი “სამარცხვინო” უფროსია, რომელსაც ასეთი ადამიანები ადვილად ხიბლავვენ და მართავენ მათ. ასეთი უფროსები ხშირად ფარავენ რაიმე პრობლემას და ეშინიათ მათი გამომზეურების. მრავალ მათგანს აქვს მაღალი შარმი და ქარიზმა, მაგრამ არ ყოფნით საქმეში წვდომა. მათთვის საფარველისა და ზედმეტი ლუკმის უზრუნველყოფით “მრუდე სარკეები” ასეთ უფროსებში იწვევენ შეგრძნებებს, რომ ისინი ბევრად კომპეტენტურნი და აღტაცების ღირსნი არიან, ვიდრე სინამდვილეში.

რა შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენ, თუკი აჩვენებთ მაღალ შედეგებს და აქედან გამომდინარე საფრთხეს წარმოადგენთ “მრუდე სარკისთვის”, რომელიც თავისი მანიპულაციებით ცდილობს თქვენს დისკრეტირებას? სამწუხაროდ, თუკი მანიპულატორმა უკვე მოახერხა უფროსის მოხიბლვა, საეჭვოა, რომ თქვენ მას აზრი შეაცვლევინოთ. თქვენ იმდენივე შანსი გაქვთ შემოაბრუნოთ სიტუაცია თქვენს სასარგებლოდ, რამდენადაც დაარწმუნოთ შვილის სიყვარულით დაბრმავებული მშობელი, რომ მისი “საყვარელი ბიჭი” იპარავს და იტყუება.

არსებობს ერთი მეთოდი, რომელიც დამყარებულია იმაზე, რომ “მრუდე სარკეს” აქვს ორი მიზანი: ეპირფეროს ბოსს და დაფაროს თავისი არაკომპეტენტურობა. ეშმაკობა აქ იმაშია, რომ დაეხმარო “მრუდე სარკეს” მიაღწიოს ორივე მიზანს, მაგრამ აქვე გაფრთხილებთ: არ გამოიყენოთ მსგავსი მეთოდი მანამდე, სანამ არ გაიაზრებთ ყველა დეტალს, მათ შორის იმასაც, თუ როგორ შეიძლება შემობრუნდეს სიტუაცია თქვენს წინააღმდეგ. კერძოდ, შეაფასოთ, თუ როგორ იმოქმედებს ეს თქვენს ურთიერთობებზე სხვა კოლეგებთან.

თქვენ არასდროს არ მიიღებთ “მრუდე სარკეს თქვენს მეგობრად, ან მოკავშირედ, რადგანაც თქვენ ყოველთვის იქნებით უფრო კომპეტენტური, ანუ მუდამ რჩებით სახიფათოდ მისთვის, მაგრამ თუკი თქვენ დაანახებთ მას, რომ შეგიძლიათ დაეხმაროთ მას მიზნის მიღწევაში, მაშინ “მტრის კატეგორიიდან გადაინაცვლებთ “მეგობარი-მტრების” კატეგორიაში, რაც ამ ადამიანს ნაკლებად საშიშად გახდის.

მოქმედების გეგმა

  1. მოიფიქრეთ, თუ რა აქვს ამ ადამიანს რეალურად კარგი. ნებისმიერ ადამიანს, თუნდაც ყველაზე არაკომპეტენტურს, მოეძებნება რაიმე ტალანტი და უნარი.
  2. მოიფიქრეთ, თუ როგორ შეიძლება ეს უნარი გამიყენოთ თქვენი კომპანიის სასარგებლოდ.
  3. “მრუდე სარკესთან” ერთად მოაწყვეთ გონებრივი შტურმი ამ შესაძლებლობების თემაზე.
  4. დაეხმარეთ “სარკეს’ შეადგინოს გეგმა და მიჰყვეს მას.
  5. გამონახეთ საშუალება, რათა უფროსობამ ყურადღება მიაქციოს იმას რაც ხდება, რათა “სარკე” შეაქონ. გახსოვდეთ, რომ ასეთმა ადამიანმა შეიძლება იყნოსოს ფანდი და დაფიქრდეს, თუ რატომ შეიძლება გაგიჩნდეთ თქვენ მისი დახმარების სურვილი, თუკი ის მუდმივად იმის ცდაშია, რომ დარტყმის ქვეშ დაგაყენოთ, თუ თქვენ ამ შეკითხვას დაგისვამენ, მზად იყავით პასუხისთვის.