როგორ გამოვიცნოთ მთავრობის ხელმძღვანელის ფსიქოპათოლოგია?

0
2979

პოლიტიკური მოღვაწეების პირადი მახასიათებლების კვლევას დიდი ხნის ისტორია აქვს. ჰაროლდ ლასუელმა წიგნში “ფსიქოპათოლოგია და პოლიტიკა” (2005 წელს დაასაბუთა პოზიცია, პოლიტიკური ადამიანები (Homo politicus) ხშირად ცდილობენ ბავშვობაში წარმოქმნილი არასრულფასოვნების და დაბალი თვითშეფასების კომპენსირება მოახდინონ. ძალაუფლებისკენ სწრაფვა ადამიანის ერთ-ერთი გავრცელებული მცდელობაა, გაექცეს საკუთარ თავს, ხოლო პოლიტიკური საქმიანობა არის საშუალება არასრულფასოვნების კომპლექსის ჰიპერკომპენსაციის. Homo politicus-ს თავისი პირადი მოტივები საზოგადოებაზე გადააქვს და მათ რაციონალიზაციას საერთო ინტერესების თვალსაზრისით ახდენს.

ლასუელის აზრით, პოლიტიკური არენა ძალიან მოსახერხებელი ადგილია ბავშვობის ტრავმებისგან გასათავისუფლებლად. ამგვარად, ძალაუფლების ქონა, არა მარტო უზრუნველყოფს ფსიქიკური აშლილობის დაავადებისგან დაზღვევას, არამედ პირიქით, ძალაუფლება წარმოადგებს მისი შემდგომი განვითარების ნოყიერ ნიადაგს.

2002 წელს ბრიტანელ ნევროლოგთა და ფსიქიატრთა ასოციაციის ყოველწლიურ კონფერენციაზე, ლორდ დევიდ ოუენმა ექიმმა და პოლიტიკოსმა (დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი) წაიკითხა ლექცია პოლიტიკური ლიდერების მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე მძიმე ავადმყოფობის გავლენა, რომელიც შემდეგ ყოველკვარტალურ სამედიცინო ჟურნალში სტატიად გამოიცა, ხოლო 2008 წელს დაიბეჭდა წიგნში “დაავადებების ისტორია: მსოფლიო ლიდერების ავადმყოფობები ბოლო 100 წლის განმავლობაში”. სერ ოუენმა არა მხოლოდ გაანალიზა ფსიქიკური აშლილობის გავლენა უინსტონ ჩერჩილის, ჰიტლერის, ჯონ კენედის, ბორის ელცინის, ნიკიტა ხრუშჩოვის, აბრაამ ლინკოლნის, მარგარეტ ტეტჩერისა და სხვა პოლიტიკოსების კარიერაზე, არამედ აღწერა პიროვნების ამპარტავნება, Hybris სინდრომი იმ პირებისა, რომლებიც ხელისუფლების სათავეში იყვნენ. (Hybris შეიძლება განიმარტოს, როგორც სპეციფიკური პროფესიული დეფორმაციის ნიშნების ერთობლიობა, რომლებიც წარმოიშობა ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისას).

ქვემოთ მოყვანილია Hybris-ის ძირითადი კლინიკური კრიტერიუმები:

ა) სავალდებულოა ძალაუფლების ფლობა მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში მაინც.

ბ) არანაკლებ სამი შემდეგი კრიტერიუმებიდან, რომელთაგან ერთი აუცილებლად უნდა იყოს სპეციფიური (5, 6, 10, 12 ან 13, ისინი აქ გამოყოფილია კურსივით).

  1. ტენდენცია აღიქვან სამყარო, როგორც არენა, სადაც შესაძლებელია გამოიყენონ თავიანთი ძალა და მიიღონ დიდება, ხოლო პრობლემები რომლებიც საჭიროებენ გადაწყვეტილებების მიღებას, არ უნდა არსებობდნენ.
  2. მიდრეკილება ჩაიდინოს ქმედებები, რომლებიც შემდეგ მხოლოდ დადებითად იქნებოდა აღქმული; ჰქონდეს გარშემომყოფთათვის გადაჭარბებული მნიშვნელობა.
  3. გადამეტებული ზრუნვა პირად იმიჯზე და მისი გამოხატვის საშუალებებზე.
  4. საკუთარ ქმედებებზე ლაპარაკის მესიანური მანერა, საკუთარი თავის ამაღლება საუბარსა და მანერაში.
  5. საკუთარი თავის გადაჭარბებული იდენტიფიცირება ერთან ან ადამიანთა ჯგუფთან, იმდენად რომ, საკუთარი სურვილები, აზრები და საჭიროებები მიეწერება ამ ერს ან ადამიანთა ჯგუფს.
  6. გამოიყენო სამეფოჩვენ”.
  7. საკუთარი გადაწყვეტილებების, აზრებისა და გამოცდილების ზედმეტი რწმენა.
  8. სხვათა მოსაზრებების უგულებელყოფა და აბუჩად აგდება.
  9. უგუნურება და იმპულსურობა გადაწყვეტილების მიღებისას.
  10. რწმენა, რომ ლიდერი არ უნდა ემორჩილებოდეს ამქვეყნიურ სასამართლოს ან კოლეგების აზრს, მხოლოდ ღმერთს და ისტორიას შეუძლია შეაფასოს მისი ქმედებები სათანადოდ.
  11. გადაჭარბებული თავდაჯერებულობა საკუთარ თავსა და შესაძლებლობებში.
  12. კონტაქტის დაკარგვა რეალობასთან და თვითიზოლირება ჩვეულებრივი მოკვდავებისგან.
  13. ტენდენცია, საკუთარ თავს მისცეპრობლემების ფართო ხედვისსაშუალება, განსაკუთრებით მისი მორალური მხარის. გაექცე საკუთარი გადაწყვეტილებების პრაქტიკულ და უსაფრთხოების საკითხების განხილვას.
  14. შემდგომში, პოლიტიკის არაკომპეტენტური მართვა, რომელსაც “არაკომპეტენტური ამპარტავნება” შეიძლება ვუწოდოთ.

რაც უფრო დიდხანს რჩება ლიდერი ხელისუფლებაში, მით უფრო სავარაუდოა Hybris სინდრომის განვითარება. ყოვლისშემძლეობის ატმოსფერო შეიძლება ნებისმიერი რანგის ლიდერის გარშემო გავრცელდეს, თუმცა რაც უფრო მაღალია დაკავებული პოზიცია, მით მეტია რისკი. დემოკრატიულად არჩეული ლიდერებიც კი, გარშემორტყმულნი არიან განსაკუთრებული პატივისცემით, მოცემულ შიდა პოლიტიკურ სიტუაციებში. Hybris დამახასიათებელია მთავრობის მეთაურისთვის, არ აქვს მნიშვნელობა დემოკრატიულადაა არჩეული ის თუ არა. პირადი მახასიათებლები, რომლებიც ხელს უშლის რეალობასთან კონტაქტს, ძალაუფლების ფლობის დროს, Hybris სწრაფად განვითარების მაჩვენებელია. ნარცისული, ანტისაზოგადოებრივი და ისტერიული თვისებები ხდება ნაყოფიერი პლატოპლასტიკური ნიადაგი მომავალში “ამპარტავანი და არაკომპეტენტური” დიქტატორის დაბადებისა, დემოკრატიულ საზოგადოებაშიც კი.

მიუხედავად ამისა, მთელი რიგი მახასიათებლები, განმსაზღვრელნი დარღვევების განვითარებისა (მაღალი თვითშეფასება, იმპულსურობა, ეგოცენტრიზმი, გულგრილი დამოკიდებულება ქვეშევრდომების მიმართ), დაკავშირებულნი არიან ნორმალური ვენტრომედიალური პრეფრონტალური ქერქის ცვლილებასთან, ლიმბურ სისტემასთან და გვერდით ჰიპოთალამუსთან. დიფერენციალური დიაგნოზი ალბათ უნდა შეიცავდეს პროფესიული დეფორმაციის ნიშნებს ადამიანისა, რომელიც ფლობს ძალას, აქვს ისტერიული და ნარცისული, პიროვნების აშლილობა”.