როგორ გადავტვირთოთ ტვინი და დავიწყოთ ყველაფერი თავიდან

0
3655

ძალიან ბევრს მუშაობთ, მაგრამ საქმე არ მცირდება? ძილშიც კი ვერ იშორებთ ფიქრებს სამსახურზე? ეს ტვინის დაღლილობის ნიშნებია. სტატიაში მოყვანილია 6 მეთოდი, თუ როგორ უნდაგადავტვირთოთტვინი და  ვიყოთ მაქიმალურად პროდუქტიულები.

ოცნება

არასისტემური აზროვნება სასარგებლოა ნერვული კავშირების აღსადგენად. “ძილ-ღვიძილისა” და “გონების თავისუფლად მოხეტიალე” მდგომარებაშიც კი ტვინი აქტიური და პროდუქტიულია, უფრო მეტიც, მძაფრდება აღქმა, ყურადღება და შეცნობა. სწორედ ამიტომა, რომ საუკეთესო იდეები იბადებიან მაშინ, როცა ჩვენ არ ვართ კონცენტრირებული რაიმე ამოცანაზე – აბაზანაში, საჭესთან, თუ სხვა ნებისმიერ მომენტში, როდესაც არ ვმუშაობთ.

იმპროვიზაცია

ინფორმაციის სტრუქტურირება სასარგებლო და აუცილებელი საქმიანობაა, თუმცა რომელმაც შეიძლება მიგიყვანოთ იქამდე, რომ თქვენ მკაფიო სქემის გარეშე ფუნქციონირებას ვერ შეძლებთ. იმისათვის, რომ ეს მომენტი არასდროს არ დადგეს, საჭიროა მეტი იმპროვიზაცია. არ მოემზადოთ რაიმე დავალების შესასრულებლად, დაეყრდენით თქვენს ტვინს და ის არ გიღალატებთ.

დროის დაზოგვა

ეცადეთ, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე დახარჯოთ უფრო ცოტა დრო. კვლევებმა აჩვენეს, რომ ადამიანები საუკეთესო გადაწყვეტილებებს მაშინ იღებენ, როცა ნაკლებს ფიქრობენ და ქვეცნობიერს ენდობიან. ყოველთვის არ არის აუცილებელი, შეზღუდოთ თქვენი თავი “შეგნებული განსჯებით” არჩევანის გაკეთებისას. ამას უფრო მარტივად უნდა მიუდგეთ, საკმარისია განიტვირთოთ და გადაიტანოთ ყურადღება სხვა რამეზე. ასე რომ, ცოტახნით გადახედოთ სოციალურ ქსელს განტვირთვისთვის, მნიშვნელოვანი დავალების წინ, სულაც არ არის ცუდი იდეა.

ჩაფიქრება

მნიშვნელოვან საკითხებზე, არა კონცენტრირება, არამედ დაფიქრებაა საჭირო. ამის მიღწევა არც ისე ადვილია, თუმცა შესაძლებელია ფიქრების შეზღუდვა მარტივი სუნთქვითი ვარჯიშებით. ეს არის ერთგვარი “ფიზიოლოგიური მხარდაჭერაა”, რომელსაც მკვლევარები სტრესისა და დაძაბულობის მოხსნის ეფექტურ საშუალებად თვლიან. მეორე სტრატეგიაა გავიმეოროთ მანტრა – სიტყვა ან ფრაზა, რომელიც მედიტაციის ქვეშ მოგვაქცევს, შეამცირებს დაძაბულობას და გააღვიძებს კრეატიულობას.

სიზარმაცე

კვლევებმა აჩვენეს, რომ ადამიანი საუკეთესო შედეგს იღებს მაშინ, როცა 5 საათის განმავლობაში მუშაობს და სულ ცოტა ყოველი ერთი საათის შემდეგ მაინც ისვენებს. ზოგიერთმა დამსაქმებელმა იცის ამის შესახებ, ამიტომ ისინი თანამშრომლებს ყოველი ახალი დავალების დაწყების წინ, კონცენტირებისთვის შესვენების საშუალებას აძლევენ. თანამედროვე კვლევებმა აჩვენეს, რომ ჩვენს პრიორიტეტებს შორის პირველ ადგილზე დასვენება უნდა დავაყენოთ. თუ თქვენ აღარ შეგიძლიათ გაუმკლავდეთ მიღებულ დავალებებს და ვერ ფუნქციონირებთ როგორც ჩვეულებრივ, აუცილებლად მიეცით თქვენს თავს დასვენების საშუალება.

ჰორმონალური ამოფქრვევა

ადრენალინის ამოფრქვევას შეუძლია ეფექტურად გადაგვატანინოს ყურადღება არსებული პრობლემებიდან, “მოგვამარაგოს ჰორმონალური ფონით”, რაც თავის მხრივ შეიძლება იქცეს ახალი აზროვნების და იდეების წყაროდ. საუკეთესო მეთოდი კი, ავამუშაოთ ტვინი, რომელიც გადაღლილობისგან “ჭედავს”, არის სექსი.