აშშ-ს ყველაზე პატარა შტატი

0
6077

ალბათ, არავისთვის საიდუმლო არაა, რომ აშშ-ს ყველაზე დიდი შტატი ალიასკაა. რაც შეეხება ყველაზე პატარას, ის როდ აილენდია. ჩვენ გავარკვიეთ მის შესახებ ყველაფერი ყველაზე საინტერესო და მოუთმენლად გვინდა გაგიზიაროთ თქვენ.

აშშ ზომით 50- შტატი

ყველაზე პატარა შტატი – როდ აილენდი. ის იკავებს მხოლოდ 4 ათასი კვადრატული კილომეტრის ზომის ფართობს. თუმცაღა, დასახლებულთა სიმჭიდროვით და მცხოვრებთა რაოდენობით ის ბევრ რეგიონს უსწრებს. აქ ცხოვრობს თითქმის მილიონამდე ადამიანი. შტატის ყველაზე დიდი ქალაქი და ამავდროულად დედაქალაქი პროვიდენსია.

როდ-აილენდი იქცა ერთ-ერთ ყველაზე პირველ ტერიტორიად, რომელზეც ევროპელებმა დასახლება დაიწყეს. კოლონია აქ ჯერ კიდევ 1636 წელს გაჩნდა, როჯერ უილიამსის ხელმძღვანელობით. ის გამოაგდეს სხვა კოლონიიდან რელიგიური შეხედულებების გამო (უილიამსი პროტესტანტი იყო), ამიტომ მან გადაწყვიტა დამოუკიდებლად გაეწია ორგანიზება დასახლებისთვის და აი პროვიდენსი იქცა ნამდვილ თავშესაფარ ადგილად რელიგიური უმცირესობებისთვის.

სწორედ აქ იქნა პირველად გამოცხადებული რელიგიური თავისუფლება, შემდეგ კი 1652 წელს გამოვიდა პირველი კანონი აშშ-ს ტერიტორიაზე, რომელიც კრძალავდა მონობას. როდ-აილენდი იყო მეცამეტე შტატი, რომელიც შეუერთდა ამერიკის შეერთებულ შტატებს და ერთ-ერთი ბოლო, რომელმაც მიიღო კონსტიტუცია.

აშშ ყველაზე პატარა შტატის კლიმატური და ეთნიკური თავისებურებები

კლიმატი მთელს შტატში ფაქტიურად ერთნაირია. იქიდან გამომდინარე, რომ როდ აილენდი მდებარეობს ატლანტის ოკეანის სანაპიროზე, სიცივე აქ არც ისე კომფორტულია: უბერავს ცივი ქარი, ხშირია ბურუსი. თუმცაღა, თერმომეტრის მაჩვენებელი იშვიათად ჩამოდის 6 – გრადუსის ქვემოთ. ზაფხულობით ტემპერატურა 28-32 გრადუსია, ხოლო ოკეანეს სასიამოვნო სიგრილე მოაქვს.

რაც შეეხება ეროვნებას, ძირითადად როდ-აილენდის მაცხოვრებლებს აქვთ იტალიური წარმომავლობა და სხვა ევროპული ფესვები. აფროამერიკელები აქ ძალიან ცოტაა, რადგან მონობა შტატის ტერიტორიაზე თითქმის არ ყოფილა.

განსაკუთრებით ცნობილია ადგილობრივი ბრაუნის უნივერისტეტი. ეს უძველესი კერძო სასწავლო დაწესებულებაა, განთქმული სწავლის საკუთარი მეთოდით: სტუდენტები ირჩევენ დისციპლინის ნებისმიერ კრებულს, რომელიც მათთვის საინტერესოა.

საინტერესო ფაქტები როდაილენდზე

ფაქტი №1. სწორედ როდ-აილედში გაიმართა პირველი ღია ტურნირი გოლფში.

ფაქტი №2. პირველად პატიმრობით სასჯელი სიჩქარის გადაჭარბებისთვის შემოიღო ერთ-ერთმა მოსამართლემ როდ-აილენდიდან.

ფაქტი№3. კურორტულ ქალაქ Watch Hill-ში მდებარეობს უძველესი ატრაქციონი ცხენებით, ის ახლაც ფუნქციონირებს.

ფაქტი№4. სწორედ ამ შტატში, 1774 წელს შეიქმნა აშშ-ს პირველი ცირკი. კიდევ, აქ გაჩნდა პირველი მაღაზია ფასდაკლებებით.

ფაქტი№5. სწორედ როდ-აილენდის მცხოვრებლებს ჰქონდათ პირველი სამხედრო მცდელობები ინგლისის წინააღმდეგ. მათ გაძარცვეს და დაწვეს ინგლისელების გემი.

ფაქტი№6. აშშ-ს პირველმა პრეზიდენტებმა სახალხოდ გამოაცხადეს პრინციპების შემქმნელად როჯერ უილიამსი, რომელიც ჩანს “პირველ შენიშვნაში”: ეს რელიგიის თავისუფლებაა, თავისუფლება სიტყვისა და თავისუფლება სახალხო თავყრილობებისა.

ფაქტი№7. ზოგიერთი ისტორიკოსი თვლის, რომ აშშ-ს ინდუსტრიული რევოლუცია სწორედ როდ-აილენდში დაიწყო. აქ იქნა აშენებული პირველი საქსოვი საამქრო.

ფაქტი№8. ნიუპორტში, შტატის ერთ-ერთ მსხვილ ქალაქში მდებარებოს ყველაზე ძველი ბიბლიოთეკა.