FERRARI: ცხოვრების სტილის შემქმნელი

0
3487

იტალიურ ქალაქ მოდენაში, 119 წლის წინ, 1898 წლის 18 თებერვალს დაიბადა Ferrari-ის დამაარსებელი და თავისი სახელობის ავტორბოლის გუნდის შემქმნელი ენცო ფერარი. ის ბავშვობიდან ოცნებობდა მრბოლელობაზე და შეპყრობილი იყო ავტომობილებით. მანქანებისადმი ძლიერი სიყვარული ფერარის დაეხმარა შეექმნა კიდევ ერთი მსოფლიოში ცნობილი იტალიური ბრენდი – წითელი სარბოლო ავტომობილი ულაყის ემბლემით.

გააჩერეთ ნებისმიერი გამვლელი ქუჩაში და კითხეთ: რა არის «Ferrari»? ფაქტობრივად ყველა გიპასუხებთ, რომ ეს ძვირადღირებული, ლამაზი, ძლიერი და სწრაფი წითელი ფერის მანქანაა. «Ferrari»-ის ბრენდის ძალა იმაშია, რომ მიუხედავად იმისა, ერკვევით თუ არა ავტომობილის პარამეტრებში, თქვენ იცით, რომ ის “მაგარია”.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ასეთი სტატუსისა და ნათელი ავტომობილების მწარმოებელი კომპანიის დამფუძნებელი ენცო ფერარი თავად ნაკლებგანათლებული და უბრალო ადამიანი იყო. გავრცელებული ინფორმაციით ენცოს საშუალო სკოლა არ ჰქონდა დამთავრებული.

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ფერარი სამსახურის შოვნას ცდილობდა, თუმცა ეს არც ისე მარტივი აღმოჩნდა. ახალგაზრდა კაცი, რომელიც ახლი დაბრუნებული იყო ფრონტიდან, ვერ ეჩვეოდა დამსაქმებლებს. მრავალი უარისა და დიდი ხნის ძებნის შემდეგ ენცო ფერარიმ მოახერხა მოეძებნა სამსახური მძღოლად, ხოლო მოგვიანებით მას ბედმა გაუღიმა და მიაღწია თავის დიდი ხნის ოცნებას – ის მრბოლელი გახდა. ენცო ფერარის სპორტული დებიუტი 1919 წელს შედგა კომპანია CMN-ს გუნდში, ოდნავ მოგვიანებით ის მიიწვიეს AlfaRomeo-ს გუნდში, რაც დიდ წარმატებად ითვლებოდა.

 

 

 

 

 

 

 

ათი წლის შემდეგ ფერარიმ შექმნა თავისი საკუთარი გუნდი Scuderia Ferrari. თავდაპირველად, მონაწილენი მართავდნენ Alfa Romeos-ს მანქანებს, თუმცა გუნდის დამფუძნებლის აზრით, მათ სჭირდებოდათ საკუთარი წარმოების ავტომობილები, ამას გარდა, ფერარს უკვე დიდი ხანი იყო რაც ჰქონდა იდეა, შეექმნა მისი სახელობის ავტომობილი. 1939 წელს ფერარიმ შეიძინა მიწა მარანელოს ახლოს და დაიწყო საწარმოს მშენებლობა Auto-avia Construzione, რომელშიც, როგორც მოსალოდნელი იყო წარმოებული იქნებოდა სარბოლო მანქანები და თვითმფრინავის ძრავებიც კი. 1940 წელს ფერარის კომპანია უკვე ოფიციალურად დარეგისტრირებული იყო, თუმცა წარმოების დაწყებას ომმა შეუშალა ხელი. ბრძოლის დროს ფერარის ქარხანა დაბომბეს, ყველაფრის აღდგენას კი რამდენიმე წელი დასჭირდა. წარმოება აქტიურად დაიწყო მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ.

კომპანიის პირველი მოდელი გახდა Ferrari-125, რომელიც 1946 წელს გამოჩნდა. პირველ რბოლაში Ferrari-125-მა საპატიო მესამე ადგილი დაიკავა. მანქანა არაერთხელ დახვეწეს და განაახლეს. ათეული წლის განმავლობაში, Ferrari-მა მრავალჯერ გაიმარჯვა სხვადასხვა სერის რბოლებში, თუმცა მსოფლიო დიდება იტალიურ გუნდს სწორედ ფორმულა 1-მა მოუტანა. 1951 წელს ხოსე ფროლიან გონსალესმა გუნდისთვის მოიპოვა პირველი გამარჯვება დიდი ბრიტანეთის გრან-პრი, 1952 წელს კი გაიმარჯვა ალბერტო ასკარიმ და ასე შემდეგ.

თუმცა, ამბიციური ენცო ფერარისთვის წარმატება რბოლებში საკმარისი არ იყო, მისი მთავარი მიზანი მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ავტომობილის შექმნა გახლდათ, ის იყო მიზანდასახული, ნებისმიერ ფასად მიეღწია ამისთვის. როგორც ენცო ფერარის შესახებ ყვებიან მისი თანამედროვენი, ის იყო საკმაოდ მკაცრი ხელმძღვანელი, რომელიც არ აპატიებდა არავის შეცდომას და არასდროს არ აკეთებდა შეღავათებს “ადამიანურ ფაქტორებზე”. მისთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა, თუ ვინ იჯდებოდა საჭესთან, მთავარი იყო, რომ გამარჯვება ავტომობილ Ferrari-ს მოეპოვებინა. ამავე სისატიკით ფერარიმ მიაღწია ავტომობილების წარმოებას. თუმცა, ცუდი ხასიათი არ უშლიდა ხელს, რომ თავისთან მოეზიდა პროფესიონალები: როგორც მრბოლელები, ასევე გამორჩეული კონსტრუქტორები.

როცა ავტომობილმა Ferrari-მ მიაღწია წარმატების მწვერვალს და ავტორიტეტიც მოიპოვა მსოფლიო ავტომობილთა შორის, ბრენდის წინაშე ახალი ეტაპი დადგა, როცა მათ უნდა ეწარმოებინათ ავტომობილები მასობრივი ბაზრებისთვის. ასე რომ, Ferrari-ს ქარხნებმა დაიწყეს ავტომობილების წარმოება ჩვეულებრივი ადამიანებისთვის. ფერარი ყურადღებას ამახვილებდა სიმძლავრესა და მაღალ ხარისხზე, ისინი მანქანებს ხელით აწყობდნენ. მთავარი ტრადიცია კომპანიაში დღემდე შენარჩუნებულია. ავტომობილებს მომხმარებლებისთვის დღესაც აწარმოებენ, თუმცა ისე როგორც მრავალი წლის წინ. ასეთი მანქანების რაოდენობა მხოლოდ რამდენიმე ასეულით შემოიფარგლება.

 

 

 

 

 

 

 

 

1960 წელს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, კომპანია Ferrari აქციონერულ საზოგადოებად გადაიქცეოდა. შედეგად, ამ აქციების 50% FIAT-ის კონცერნზე გაიყიდა. თუმცა, მართვის ექსკლუზიური უფლება სარბოლო სექტორზე შენარჩუნებული იყო. ენცო ფერარი Ferrari-ს ამ ქვედანაყოფს სიცოცხლის ბოლომდე უძღვებოდა.

 

 

 

 

 

 

 

 

დღესდღეობით, ავტომობილ Ferrari-ს ყველაზე ძვირადღირებული მანქანის რეპუტაცია აქვს მსოფლიოში. და მართლაც, იტალიური ბრენდი მყიდველს ასეთ მაღალ ფასად სთავაზობს ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ, ყველაზე შთამბეჭდავ და ყველაზე პრესტიჟულ ავტომობილს მსოფლიოში. Ferrari შეზღუდული რაოდენობით იწარმოება, რაც ასევე განსაზღვრავს მის მაღალ ღირებულებას. თუმცა, ბრენდის თაყვანისმცემლები და ძვირადღირებული ავტომობილების შემფასებლები მზად არიად გადაიხადონ ათობით მილიონი ექსკლუზიურობასა და სტატუსში. ასე რომ, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილის Ferrari335 S Spider Scaglietti, რომელიც 1957 წელს იყო წარმოებული 2016 წელს გახდა არგენტინელი ფეხბურთელი ლიონელ მესი. შენაძენის ღირებულება 32 მილიონი ევრო იყო.

 

 

 

 

 

 

 

 

Ferrari იყენებს თავის პოპულარობას და ბრენდი კლიენტებს სთავაზობს არა მხოლოდ ავტომობილებს, არამედ სრულიად განსხვავებული ხასიათის პროდუქტებს. ყოველწლიურად, ნახევარ მილიარდზე მეტი დოლარის შემოსავალი კომპანიას ასეთი საქონლიდან აქვს. ასეთი წარმატება იმით აიხსნება, რომ ხალხს სურს რაიმე კავშირი მაინც ჰქონდეთ Ferrari-თან, ასევე გამოხატავს კლიენტების ერთგულებას ბრენდისადმი. 2005 წელს იტალიურმა ავტომწარმოებელმა და კომპანია Aldar Properties-მა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, აბუ-დაბში ბრენდისადმი მიძღვნილ, თემატური პარკის მშენებლობას. დღესდღეობით, Ferrari World-ში შეგიძლიათ გაერთოთ სხვადასხვა ატრაქციონებზე და შეამოწმოთ Ferrari-ის ერთ-ერთი მანქანა.

ბრენდი Ferrari საკმაოდ შორს გასცდა ავტომობილების ინდუსტრიას. ბრენდის ძალა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ Ferrari ათწლეულების განმავლობაში გახდა არა მხოლოდ უბრალ სარბოლო გუნდი, არამდედ დღეს Ferrari ეს არის ისტორია, ემოცია, სტატუსი და ცხოვრების სტილი.

 

 

 

 

 

 

 

პატარა ბიჭი, რომელმაც ატომობილი პირველად 1908 წელს დაინახა და ოცნებაც კი არ შეეძლო, რომ ასეთ კვალს დატოვებდა ავტოინდუსტრიის ისტორიაში, შექმნა იტალიის კიდევ ერთი სავიზიტო ბარათი და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბრენდი მსოფლიოში.