რომის გლადიატორები: ვინ იყვნენ ისინი

0
8969

650-ზე მეტი წლის განმავლობაში, იმპერიის მთელ ტერიტორიაზე ყველაზე პოპულარული გასართობი სისხლიანი ბრძოლები იყო, რომლის საყურებლად ასობით და ათასობით ადამიანი იკრიბებოდა.

თუმცა, ვინ იყვნენ რეალური და არა კინემატოგრაფიული გლადიატორები? ისინი ნამდვილად იძულებულნი იყვნენ მომკვდარიყვნენ ქვიშიან არენაზე, თუ უბრალოდ ასე გამოიმუშავებდნენ ცხოვრებისთვის საჭირო თანხას და უყვარდათ დიდების მოპოვება სხვისი სიკვდილის ხარჯზე?

წარმომავლობა

ზოგადად ამბობენ, რომ გლადიატორული ბრძოლები არ იყო რომის იმპერიის პროდუქტი. რომაელებმა ნახეს ეტრუსკების საბრძოლო რიტუალის წესჩვეულება და დიდი ხნის განმავლობაში მონები იბრძოდნენ არა მაყურებელთა გასართობად, არამედ მხოლოდ სარიტუალო დაკრძალვისთვის.

ასე რომ, მდიდარ მოქალაქეებს შეეძლოთ დაეღვარათ ადამიანთა სისხლი, რათა პატივი მიეგოთ გარდაცვლილის სულისათვის, ეს იყო თავისებული მსხვერპლთშეწირვა.

ბრძოლებისადმი პოპულარობა იულიუს კეისრის დროს გაიზარდა, რომელმაც პირველმა გამოიგონა ფართომაშტაბიანი ბრძოლები ასობით მებრძოლს შორის.

ჩვენს ერამდე პირველი საუკუნის დასასრულს, თამაშებმა მოიპოვეს სახელმწიფო დაფინანსება და გადაიქცა მასების გასართობად.

ვინ ხდებოდა გლადიატორი

გლადიატორების უმრავლესობა მონები და სიკვდილმისჯილი პატიმრები იყვნენ. ბრძოლების ტრადიცია მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშე 650 წელს გრძელდებოდა, ხოლო კოლიზეუმის გახსნის შემდეგ (ქრისტეს შობიდან  80 წელი) გლადიატორი შეიძლება გამხდარიყო თავისუფალი ადამიანიც.

ბევრი ყოფილი მებრძოლი სიამოვნებით გამოდიოდა ქვიშიან არენაზე: ისინი გამოიმუშავებდნენ საკმაოდ ბევრ ფულს და იღებდნენ დიდებას, როგორც თანამედროვე სპორტსმენები.

სიკვდილის სკოლები

ყოფილი ჯარისკაცები და ლეგიონერები არ საჭიროებდნენ სწავლებას, რათა გამხდარიყვნენ გლადიატორები. თუმცა, ფულისა და დიდებისთვის მხოლოდ ისინი როდი იბრძოდნენ.

ახალგაზრდები შეძლებული ოჯახებიდან და სენატორებიც კი ხშირად გამოდიოდნენ რინგზე, რათა გამხიარულებულიყვნენ. თავისთავად, მომზადების გარეშე, მათ არ შეეძლოთ წინააღმდეგობა გაეწიათ ტყვე-მებრძოლთათვის.

რომში დაიწყო სპეციალური სკოლების გახსნა გლადიატორთათვის, სადაც მოხვედრა არც ისე ადვილი იყო. ლიდერები იყვნენ Ludus Magnus, Ludus Gallicus, Ludus Dacicus და Ludus Matutinus.

საბრძოლო სტილი

თითოეულ ელიტურ სკოლას თავისებური მომზადების პროგრამა ჰქონდა. სტუდენტებს უხდებოდათ გაევლოთ დეტალური სამედიცინო შემოწმება, ჯერ კიდევ მიღებამდე, ხოლო შემდეგ მუდმივად დაემტკიცებინათ თავიანთი ფასი სკოლისთვის.

ზოგიერთი მასწავლებელი აკეთებდა ფსონებს, კონკრეტულ ბრძოლის სტილზე: Ludus Gallicus მოსწავლეებს ასწავლიდა საბრძოლო სტილს, რომელიც გალიის ხალხის ფესვებზე იყო დაფუძნებული, ხოლო Ludus Dacicus ამჯობინებდა დაკიის საბრძოლო ხელოვნებას.

მებრძოლთა დიეტა

როგორც ელიტურ სკოლებში, ასევე დილეგის მონებს სთავაზობდნენ ერთი და იმავე რაციონს, რა თქმა უნდა ხარისხის გათვალისწინებით.

დიეტა შეიცავდა ცილებსა და ნახშირწყლებს, ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელი კი აკრძალული იყო.

ბუნებრივია, გლადიატორები მუდმივად კარგ ფორმაში იყვნენ, თუმცა ნაწილობრივ შეეძლოთ დაეკვეხნათ პატარა ღიპით. ჭარბი ნახშირწყლები მეომარს ეხმარებოდა ცხიმის ფენის გაზრდაში, როგორ დამატებითი დამცავი ზედაპირული ჭრილობებისაგან.

მედიცინა და ჰიგიენა

თანამედროვე ფილმებში ხშირად აჩვენებენ, რომ გლადიატორები ცხოვრობდნენ და ჭამდნენ ბინძურ გალიებში. ასე შეეძლოთ იმ ტყვეების შენახვა, რომლებსაც მალე არენაზე სიკვდილი ელოდათ.

სკოლების უმრავლესობა და მონათმფლობელები ძალიან ფრთხილად ეპყრობოდნენ მებრძოლებს: გლადიატორები კვირაში სამჯერ იღებდნენ აბაზანას, სარგებლობდნენ მასაჟის მომსახურებით და ხშირად გადიოდნენ სამედიცინო მომსახურებას.

მოკვდავთა პროფკავშირები

ყველა გლადიატორი თავის თავს ძმობის წევრად თვლიდა. ზოგიერთ მათგანს ერთგვარი პროფკავშირებიც კი ჰქონდათ, ეგრეთ წოდებული კოლეგია.

სპეციალურად ინიშნებოდნენ ლიდერები, რომლებიც აკვირდებოდნენ ტრადიციების დაცვას და ორგანიზებას უწევდნენ დაღუპულთა დაკრძალვას. თუ გარდაცვლილს ჰყავდა ცოლი და ბავშვები, კოლეგია მათ გამოუყოფდა სპეიალურ ფულად ჯილდოს.

თითი მაღლა

გლადიატორების სკოლების უმრავლესობა ამჯობინებდნენ, რომ თავიანთი გამოზრდილები ცოცხლები და ჯანმრთელები ენახათ და არა ქვიშაში სისხლით გაჟღენთილნი მაყურებელთა გასახარად. რა თქმა უნდა, ასე ისინი ინარჩუნებდნენ თავიან ინვესტიციებს.

ასე რომ, გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ, გლადიატორთა ბრძოლა ყოველთვის არ იყო სასიკვდილო. ისტორიკოსების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მხოლოდ ყოველი მეხუთე იღუპებოდა ბრძოლაში. ეს რა თქმა უნდა არ ეხებოდა კოლიზეუმის ბრძოლებს, აქ ყველაფერს იმპერატორი წყვეტდა.