Hygge – სკანდინავიური ცხოვრების წესი

0
2967

დანიურად hygge “სიმყუდროვე”-ს ნიშნავს. ასე უწოდებენ ცხოვრების სტილს, რომელიც დაფუძნებულია მარტივი კმაყოფილების გემოს გასინჯვასა და სიამოვნების მიღებაზე, საყვარელ ადამიანებთან ერთად. სკანდინავიის ქვეყნებისთვის ეს ტენდენცია ახალი არ არის, თუმცა #hygge-მა მოიგო ქალების და კაცების გული მთელს მსოფლიოში.

Hygge-ის მხარდამჭერები თვლიან, რომ ზოგიერთი მარტივი სიხარული, მაგალითად როგორიცაა მეგობრებთან ერთად დროის გატარება, ბავშვებთან თოვლში თამაში, ან საინტერესო წიგნის კითხვა რბილ დივანზე ჭიქა ჩაისთან ერთად, ადამიანს ხდის ბედნიერსა და ჯანმრთელს. იმისთვის რომ, ამ ყველაფრისთვის დრო გამონახოთ, hygge-ის თანახმად, საჭიროა ნაკლები დრო დაუთმოთ ტელევიზორის ყურებას, ინტერნეტში ხეტიალსა და კომპიუტერულ თამაშებს. გასათვალისწინებელია, რომ ადამიანს სიამოვნების მისაღებად სჭირდება ნაკლები ტექნიკა და უფრო მეტი დროის გატარება ბუნებაში.

შესაძლებელია, რომ ეს დებულება ვინმეს გაცვეთილ ჭეშმარიტებად მოეჩვენოს, თუმცა ერთია თეორიულად იცოდეთ, ხოლო მეორე რეალურად გამოიყენოთ პრაკტიკაში. Hygge გვასწავლის, რომ მარტივი ბედნიერების მისაღებად, ყოველთვის შეიძლება გამონახოთ დრო სახლში, სამსახურში და ქუჩაშიც კი.

შეიქმენით კომფორტი

სახლი იკავებს ძალიან მნიშვნელოვან ადგილს hyugge-ში. იმისთვის, რომ ის იდეალური ადგილი იყოს დასასვენებლად, დაგჭირდებათ ყველაფერი, რაც ჩვეულებრივ დაკავშირებულია კომფორტთან: ბუხარი, სანთლები, რბილი პლედი, განათება, რბილი სკამები, არომატული საშე. შინაური ცხოველები, რომლებიც კომფორტულად მოკალათებულნი არიან ცეცხლთან, ერთ-ერთი სწორი დეტალია.

დაურეკეთ საყვარელ ადამიანებს

თანამედროვე ცხოვრების რიტმი არც ისე ბევრ დროს გვიტოვებს მეგობრებთან და ნათესავებთან ურთიერთობისთვის. სამუშაო დღეები ხელს გვიშლის ახლობლებთან აქტიურად ვიკონტაქტოთ, ხოლო შაბათ-კვირას კი საოჯახო საქმეებით ვართ დაკავებულნი. Hygge მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გადახედოთ სიტუაციას: მეგობრებთან ან ნათესავებთან კაფეში შეხვედრა, სახლში მიპატიჟება ან მათთან სტუმრობა ასუსტებს სტრესს და გაგხდით უფრო ბედნიერს.

წიგნი პლანშეტის მაგივრად

ეცადეთ გვერდზე გადადოთ თქვენი iPad, iPhone და სხვა საკომუნიკაციო საშუალებები. არავითარი სმს, სოციალური ქსელები, თუ ახალი ამბები, თუმცა მეგობართან დარეკვა შეხვედრის დასანიშნად მისასალმებელია. Facebook-სა და Instagram-ის თვალიერების მაგივრად, თქვენ შეგიძლიათ უფრო სასარგებლო რამეების გაკეთება. მაგალითად, გაისეირნოთ სუფთა ჰაერზე, ხატოთ, ან მოამზადოთ რაიმე გემრიელი კერძი.

უარი თქვათ საკომუნიკაციო საშუალებებზე, დაგეხმარებათ კონცენტრირდეთ ერთ საქმეზე, თავი მოუყაროთ თქვენს აზრებს.

ცოტაცგერმრიელობა

გემრიელი საკვები hygge-ის ცენტრალური ელემენტია. მაგრამ ყველაფერი კარგია ზომიერად: დააგემოვნოთ არ ნიშნავს, მიირთვათ ზომაზე მეტი. მაგალითად, კვირის რომელიმე განსაზღვრულ დღეს შეგიძლიათ სკუთარ თავს მისცეთ ნება, მიირთვათ რაიმე “აკრძალული”. სკანდინავიაში არის წარმოდგენა lørdagsgodis – “შაბათი კურნავს”. ამ დღეს ბავშვებს ეძლევათ ნება გული გაახარონ ტკბილეულით.

დროა შეისვენოთ

თუ ესპანელებს აქვთ სიესტა, სკანდინავიელებიც არ ჩამორჩებიან, მათ აქვთ Fika. ეს არის ყოველდღიური შესვენება, როცა გჭირდება დასვენება ცხელი ყავითა თუ ჩაით. სამსახურში Fika ძალიან სასარგებლოა.

Instagram-ის სტილში

Instagram-ზე დაახლოებით ნახევარი მილიონი პუბლიკაცია აღინიშნება hashtag #hygge-ით. და ეს არა მხოლოდ სკანდინავიურ ქვეყნებში.

 

SHARE