უოლსტრიტის ლომი

0
3316

ნიჭიერი ადამიანები ყველამხრივ ნიჭიერები არაიან. ეს ჭეშმარიტება ბერნი მედოფმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომელიც Wall Street-ის ისტორიაში ყველაზე დიდი მაქინატორია. ახლა ის მუდმივ პატიმრობაში იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ ბერნი 79 წლისაა, ის კვლავ ენერგიით სავსეა და უსაქმოდ არ ზის. მან ციხეში შოკოლადით ვაჭრობის მონოპოლიზება მოახდინა და არც ისე ცოტა გამოიმუშავა.

წარმატებისკენ წინსვლა
ბერნანდ მედოფის კარიერა მის დაკავებამდე, ნამდვილი ამერიკული ოცნების ასრულების მაგალითია. გასული საუკუნის 50-60-იან წლებში, ახალგაზრდა ბიჭი ნიუ-იორკის საშუალო კლასის ებრაული ოჯახიდან პატარა საინვესტიციო კომპანიას ხსნის. საწყისი კაპიტალი მან სანაპიროზე მაშველად მუშაობითა და სარწყავი სისტემის ინსტალატორად მუშაობით დააგროვა.
60-70-იან წლებში, მედოფი და მისი ფირმა იყვნენ პირველი ინოვატორები ფინანსურ სექტორში. მოგვიანებით, მისმა ინოვაციებმა ხელი შეუწყო NASDAQ-ის საფონდო ბირჟის შექმნას, სადაც მაღალტექნოლოგიური კომპანიების ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა ხდებოდა. ბერნის გავლენა ამ სავაჭრო ბირჟაზე იმდენად დიდი იყო, რომ ის ზედიზედ სამი წლის განმავლობაში არჩეული იყო დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ.

ფინანსური თრილერი
მედოფი Wall Street-ის საზღვრებს გარეთაც ძალიან ცნობილი იყო. მან ასი ათასობით დოლარი შესწირა პოლიტიკოსთა საარჩევნო კამპანიას. დაახლოებული იყო ბევრ მაღალი თანამდებობის პირთან. ამიტომ, გასაკვირი სულაც არ არის, რომ უდიდესი ინსტიტუციონალური ინვესტორები და ამერიკის მდიდარი ხალხი მის ფონდში მშვიდად აბანდებდნენ ფულს. მედოფი საიმედოობის განსახიერებად ითვლებოდა.

ფონდში ფულს აბადებდნენ ცნობილი სახეები, მაგალითად ტელეწამყვანი ლარი კინგი, L’Oreal-ის ყოფილი დირექტორი ლილიან ბეტენკურტი, მსახიობი ჯონ მალკოვიჩი, ფეხბურთის გუნდის Philadelphia Eagles ყოფილი მფლობელი ნორმან ბრემანი.

Madoff Securities-ში ფულის ინვესტირება არც ისე მარტივი იყო. კომპანიამ სახელი გაითქვა იმით, რომ ის პრინციპულ უარს ამბობდა თავის კლიენტების ანგარიშებზე ონლაინ ხელმისაწვდომობაზე, ასევე მათი საქმიანობის შედეგების გავრცელებაზე. ამას გარდა, თითქმის ყველა კლიენტის კანდიდატურას მედოფი პირადად განიხილავდა. ბევრს, ვისაც Madoff Securities-ში ინვესტირება სურდა, ვერ მოიპოვეს ბერნის ნებართვა.

 

 

 

 

 

 

 

 

მათთვის ვინც კლიენტთა სიაში მოხვდა, ფონდს ყოველწლიურად 12-13% შემოსავალი მოჰქონდა. ათეულობით წლების განმავლობაში ყველაფერი ისე მუშაობდა, როგორც საათი.

Madoff Securities-ზე ეჭვი 1999 წელს გაჩნდა. ის ანალიტიკოსმა გარი მარკოპოლოსმა გამოთქვა. მან ფასიანი ქაღალდების და ბირჟების კომისიაში გაფრთხილებაც კი გააგზავნა იმის შესახებ, რომ ასეთი მაჩვენებლების ლეგალური გზით მიღწევა შეუძლებელია. მის მოთხოვნებს რამოდენიმე წელი უკეთებდნენ იგნორირებას.

როდესაც მედოფის პირამიდა დაინგრა, მარკოპოლოსმა დაწერა წიგნი: “არავინ არ უსმენს: ნამდვილი ფინანსური თრეილერი”, რომელიც 2010 წელს ბესტსელერი გახდა.

სუფთა წყალში
ნუთუ შეიძლებოდა, რომ ასეთი რეპუტაციის კომპანიაში რამე არასწორად მომხდარიყო? ის 2007-2008 წლების გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა გაანადგურა, ისევე როგორც გააკოტრა ბევრი სხვა სოლიდური კომპანია. იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებსაც მედოფისთვის თავისი კაპიტალის მინდობა სურდათ საგრძნობლად შემცირდა – 2008 წლის ნოემბერში, მისი დაპატიმრებიდან ერთი კვირით ადრე, ბერნიმ ბალანსში შვიდი მილიონი დოლარის გარღვევის შესახებ დაიჩივლა.
ცნობილი არ არის, რამდენხანს შეიძლებოდა გაგრძელებულიყო კლასიკური ფინანსური პირამიდა მარეგულირებელთა ცხვირწინ, რომ არა ბერნის მიერ შვილთათვის თავისი ბიზნესის საიდუმლოს გამხელა 2008 წლის დეკემბერში. მოგვიანებით ეს თავის თანამშრომლებთანაც აღიარა, მას შემდეგ, რაც Madoff Securities-ის მიერ მომავალში 50 მილიარდი დოლარის დაკარგვის

ალბათობა განსაზღვრა.
დღემდე ცნობილი არ არის, თუ ვინ გასცა მედოფი, შესაძლოა მისმა რომელიმე შვილმაც კი.
სასამართლო ბერნის საქმეში საკმაოდ სწრაფად გაერკვა და 2009 წლის ზაფხულში მას 150 წლით პატიმრობა მიუსაჯა. რთული აღმოჩნდა იმ თანხების დაბრუნება, რომელიც მიმნდობმა ინვესტორებმა აფერისტს მისცეს. ფულის დიდი ნაწილი, მილიარდობით დოლარი პირამიდაში უბრალოდ დაიწვა. მედოფის ოჯახის ქონების გაყიდვამ კი დიდი სარგებელი არავის მისცა.

 

 

 

 

 

 

 

 

რამდენიმე წლის შემდეგ, ტაბლოიდებმა მიიღეს სურათები, რომელზეც რუტ მედოფი, ბერნის ცოლი, მიჩვეული ფუფუნების მაღაზიებს, საშუალო კლასის მაღაზიებში დაიარებოდა, როგორც მოკრძალებული პენსიონერი.

ბერნი და შოკოლადის ქარხანა
მიუხედავად ყველაფრისა, მედოფი ციხეშიც არ დაიკარგა. ჟურნალისტი სტიბ ფიშმენის თქმით, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ურთიერთობდა ინვესტორ-აფერისტთან, როგორც თავისუფლების დროს, ასევე ციხეში, Madoff Securities-ის ყოფილმა ლიდერმა მოახერხა გაემარჯვებინა და ბატნერის ციხეში კრიმინალებს შორის ავტორიტეტი მოეპოვებინა.
“გასაოცარია, მაგრამ როგორც ჩანს ციხეში ის თავს კომფორტულად გრძნობს” – განაცხადა ფიშმენმა MarketWatch-თან ინტერვიუში. კოლონიაში მედოფი ნამდვილი ვარსკვლავია. “მან მოიპარა იმდენი ფული, რამდენიც ვერავინ მოახერხა მთელს ისტორიაში. სხვა ქურდებისათვის ის გმირია.” – განაცხადა რეპორტიორმა. თავად მედოფის თქმით, ნიუ-იორკის ქუჩებში ყოფნა ახლა უფრო მეტად საშიშია, ვიდრე მის კამერაში.

პატიმრები მუდმივად სთხოვენ მას რჩევას თავიანთ ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით. მაგალითად, მისმა თანასაკნელმა ბერნის სთხოვა “მოეგვარებინა” მისი დავა ბროკერთან აქციების ყიდვასთან დაკავშირებით, რაც ბერნიმ წარმატებით შეუსრულა. თუმცა, რაც მთავარია, თაღლითობისთვის სასჯელმისჯლი საბოლოოდ დაკავდა “რეალური ბიზნესით” – ის ყიდს ცხელ შოკოლადს.
“მან ციხის მაღაზიაში იყიდა Swiss Miss-ის ყველა შეკვრა და ფასნამატით გაყიდა ის სასეირნოდ განკუთვნილ ეზოში.” – განაცხადეს მოწმეებმა. მედოფმა მოაწყო ისე, რომ მას ვისაც სურდა ცხელი შოკოლადის დალევა მხოლოდ მისთვის შეეძლო მიემართა. იგი გახდა მონოპოლისტი, თუმცა ძალიან მცირე ბაზარზე.

მედოფი ძალიან არ წუხს თავისი მაქინაციების გამო. თუმცა, აცხადებს, რომ უნდა ადრევე ყოფილიყო მისი საიდუმლო გამხელილი და მომხვდარიყო ციხეში. ეს შეიძლება საშუალებას მისცემდა გადაერჩინა მისი ოჯახი. ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მედოფის ორივე უფროსი შვილი გარდაიცვალა. მარკმა აფიორის გამჟღავნების ერთი წლის შემდეგ თავი მოიკლა, ხოლო ენდრიუ ლიმფომით დაიღუპა.

ბერნი ამბობს, რომ სწორედ მისი ოჯახია ამ ისტორიის მთავარი მსხვერპლი. ამავდროულად გაირკვა, რომ აშშ-ს ფინანსური ინდუსტრიის უმსხვილესი ორგანიზაციები არ იყვნენ მსხვერპლნი. დიდი ხნის განმავლობაში ისინი თაღლითობის თანამზრახველები იყვნენ. წლების განმავლობაში ისინი იღებდნენ მილიონობით დოლარის მოგებას მედოფის სქემის მიხედვით, თუმცა ქურდობის შესახებ მხოლოდ მაშინ დაიყვირეს, როცა საქმე გაიხსნა, ისიც შემთხვევით და არა რეგულარული შემოწმებებისა და სამართალდამცავების წყალობით.

SHARE