ფაქტები მილიარდელების ცხოვრების შესახებ

0
3867

Forbes-ის მილიარდელების რეიტინგში პირველ რიგში შედის 2000-ზე მეტი ადამიანი, რომელთა საერთო ქონება $7.67 ტრილიონია. მათ ერთი რამ აერთიანებთ, თითოეულის პირადი ქონება $1 მილიარდს აღემატება. სხვა მხრივ, კი მსოფლიოს 2043 მილიარდელი ერთმანეთისგან ბევრი რაიმით განსხვავდება. ყველაზე მეტი მილიარდელი ამერიკის მოქალაქეა (565), შემდეგ მოსდევს ჩინეთი 319 მილიარდელით. რეიტინგში მოხვედრილთაგან 1816 მამაკაცია, ხოლო 227ქალი. ასაკი 20-დან 98 წლამდე.

მილიარდელებიდან ზოგიერთი შეიხად დაიბადა, ზოგმა ქონება მემკვიდრეობით მიიღო, თავად გახდა მილიარდელი, ან კაზინოს, ან მაღალი ტექნოლოგიების საშუალებით გამოიმუშავა. ფრანგი ლილიან ბერანკური მოხუცობისგან საღ გონებაზე აღარაა, თუმცა კვლავ რჩება ყველაზე მდიდარ ქალად მსოფლიოში. ირლანდიელი ჯონ და პატრიკ კოლისონები მილიარდელები 26 და 28 წლის ასაკში გახდნენ, როცა დაიწყეს სტარტაპი Stripe. ხოლო, მექსიკელი ხუან ფრანცისკო ბეკმან ვიდალი მილიარდელების სიაში 77 წლის ასაკში შევიდა, ტეკილას მწარმოებელი ქარხნის წყალობით, რომელიც მისი ოჯახის საკუთრებაში 11 თაობის განმავლობაში იყო.

რეიტინგში ახალი: ვიეტნამიდან მექსიკამდე

Forbes-ის მილიარდელთა გლობალურ რეიტინგში 195 ახალი წევრია. მათი საშუალო ქონება $1.5 მილიარდია. ახალი მილიარდელების 60% აზიიდან და წყნარი ოკიანის რეგიონიდან არიან. რეიტინგში 76 ახალი მილიარდელი ჩინელია. რეიტინგში მეორე ადგილზე აშშ-ა 25 ახალბედათი. რუსეთიდან მხოლოდ 3 მილიარდელი მოხვდა. (მსოფლიო მილიარდელთა რეიტინგში 2017 წელს სულ 96 რუსი მილიარდელი მოხვდა).

ახალბედა მილიარდელებს შორის აღმოჩნდა ვიეტნამელი, 43 წლის, ჰოლდინგ Sovico Nguen Thi Тао-ის ხელმძღვანელი. ის სწავლობდა ფინანსებს და ეკონომიკას 80-იანი წლების საბჭოთა კავშირში. შემდეგ დაკავებული იყო აღმოსავლეთ ევროპაში საქონლის მიწოდებით. მოგვიანებით მან გააცნობიერა, თუ როგორი პერსპექტიული იქნებოდა ვიეტნამში საავიაციო ბაზარი და შექმნა ავიაკომპანია VietJet Air, რომელიც სწრაფად ვითარდება და 2017 წლის თებერვალში IPO-ში შევიდა.

რეიტინგში ასევე პირველად მოხვდა 77 წლის მექსიკელი ხუან ფრანკო ბეკმან ვიდალი, რომელიც ტეკილის მწარმოებელი ქარხნის Jose Cuervo-ს მფლობელია. მისი ქონება 2017 წელს $5.2 მილიარდად შეფასდა, მას შემდეგ, რაც კომპანია იმავე წელს IPO-ში შევიდა. Jose Cuervo-ს ქარხანა უძველესად ითვლება ლათინურ ამერიკაში, რომელიც ქალაქ ტეკილაში მდებარეობს. ის ამ ოჯახს უკვე 11 თაობაა რაც ეკუთვნის.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ახალგაზრდა და მოხუცი

ყველაზე ახალგაზრდა self-made მილიარდელიჯონ კოლისონი (ირლანდია), 26 წლის

Forbes-ის 2017 წლის მილიარდელთა გლობალურ რეიტინგში მოხვდა 56 ადამიანი, რომელთა ასაკი 40 წელს არ აღემატება, რომელთაგან მხოლოდ 11 მილიარდელია 30 წელზე ნაკლების.

26 წლის ირლანდიელი ჯონ კოლისონი არაა ყველაზე ახალგაზრდა. დები ნორვეგიიდან ალექსანდრა და კატერინა ანდრესენები 20 და 21 წლის არიან (თითოეულის ქონება $1.2 მილიარდია). მათ თანამემამულე გუსტავ მაგნარ ვიტცს კი, რომელიც 23 წლისაა $1.6 მილიარდ დოლარს ფლობს . თუმცა, მათგან განსხვავებით ჯონ კოლისონს თავისი ქონება ($1.1 მილიარდი) მემკვიდრეობით არ მიუღია, არამედ თვითონ გამოიმუშავა. ძმასთან ერთად, მან შექმნა კომპანია Stripe.

რეიტინგში მოხვდა მხოლოდ 4 self-made მილიარდელი. ძმებ კოლისონებთან ერთად არიან Snapchat-ის დამფუძნებლები ევან შპიგელი (26 წლის, $4 მილიარდი) და ბობი მერფი (28 წლის, $4 მილიარდი). ჯონ კოლისონი ევანზე ორი თვით უმცროსია.

ყველაზე მოხუცი self-made მილიარდელიჩენგ იუ ჩანგი (სინგაპური), 98 წლის

2017 წლის Forbes-ის რეიტინგში მოხვდა 47 მილიარდელი, რომელთა ასაკი 90 წელზე მეტია. მათ შორის ყველაზე მოხუცი დევიდ როკფელერია, რომელიც რეიტინგის გამოქვეყნების დღეს 101 წლის გარდაიცვალა. ახლა ყველაზე მოხუცის სტატუსი გემთმფლობელ ჩენგ იუ ჩანგს ($1.7 მილიარდი) სინგაპურიდან და ინვესტორ ჰენრი ხილმანს ამერიკიდან ($2.6 მილიარდი) აქვთ. ორივე 98 წლისაა. იუ ჩანგმა თავისი კომპანია 1967 წელს შექმნა, როცა მეგობრებთან ერთად ორი მეორადი გემი იყიდა. ხოლო ჰილმანმა 1959 წელს გაყიდა მემკვიდრეობით მიღებული ქიმიური კომპანია და ინვესტიციებით დაკავდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

მილიარდელები ნაკლითა და სისუსტეებით

2017 წელს Forbes-მა დაითვალა 2043 მილიარდელი. 24-მა მათგანმა თავიანთი ქონება აზარტის საშუალებით შექმნეს. ისინი სათამაშო ბიზნესისა და კაზინოების მფლობელები არიან. მათი საერთო ქონება დაახლოებით $100 მილიარდადაა შეფასებული.

მათ შორის ყველაზე მდიდარი 83 წლის ამერიკელი შელდონ ედელსონია, რომლის მშობლებიც ლიტვიდან და უელსიდან იყვნენ იმიგრირებულნი. ბავშვობაში მას ღარიბული სახლის იატაკზე ეძინა ბოსტონში. ახლა კი მისი ქონება $30.4 მილიარდია (ყოველწლიურად ის $5.2 მილიარდი დოლარით იზრდება) და მსოფლიოს მდიდარ ადამიანთა რეიტინგში მე-20 ადგილს იკავებს. ის ხელმძღვანელობს კომპანიას Las Vegas Sand, კაზინოებს, რომლებიც მდებარეობს ნევადაში, სინგაპურსა და მექში, ასევე სათამაშო ბიზნესს მაკაოში. ახალი კაზინო იქ 2016 წლის სექტემბერში გაიხსნა.

მსოფლიოს სამ ყველაზე მდიდარ მილიარდელს შორის, რომელთაც ქონება სათამაშო ბიზნესით მოიპოვეს, არის 87 წლის ლუი ჩე ვუ ჰონკონგიდან ($12.1 მილიარდი) და 70 წლის ავსტრიელი იოჰან გრაფი ($7.2 მილიარდი).

“სათამაშო ბიზნესის მეფე”, ლეგენდარული 95 წლის სტენლი ჰოა, რომელიც 40 წელზე მეტი აშენებდა კაზინოს მაკაოში, ბოლოს 2011 წელს იყო Forbes-ის რეიტინგში ($3.1 მილიარდი). შემდეგ ის ბიზნესიდან გავიდა და მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის მისი ჩანაცვლება 17-დან მხოლოდ მისმა ორმა შვილმა შეძლო. ქალიშვილმა პენსი ჰომ, რომელიც რეიტინგში 414-ე ადგილზეა ($4,1 მილიარდი) და ვაჟიშვილმა ლაურენს ჰომ, ის $1.6 მილიარდით 1290-ე ადგილზეა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ისინი, ვინც გადარჩნენ გონებისგან და ჩავარდნენ კომაში

Forbes-ის მსოფლიო მილიარდელთა რეიტინგში 246 მილიარდელი 80 წელზე მეტისაა. მათი უმეტესობა კვლავ რჩება ბიზნესის დირექტორთა საბჭოში და თავად განკარგავს საკუთარ ქონებას. თუმცა, მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებიც მძიმედ დაავადებულნი არიან, ამიტომ უარი თქვენს ბიზნესის მართვაზე. თუმცა, მათი ქონება კვლავ იზრდება.

მათ შორისაა მსოფლიოს უმდიდრესი ქალი, 94 წლის ფრანგი ლილიან ბეტანკური. მისი ქონება წელიწადში $36,1 მილიარდიდან $39.5 მილიარდამდე გაიზარდა. ბავშვებთან ერთად ის ფლობს L’Oréal-ის 33%-ს, რომელიც მისმა მამამ Eugène Schueller-მა 1907 წელს დააარსა, როცა თმის საღებავი გამოიგონა.

Samsung Group-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე 75 წლის ლი კუნ-ჰიი 2014 წლის მაისიდან კომაში იმყოფება, გულის შეტევის შემდეგ. შვილი, რომელმაც ის ჩაანაცვლა დაპატიმრებულია კორუფციული ბრალდებებით. 2016 წელს, სმარტფონ Galaxy Note 7-ის წარმოება შეწყდა, რადგან ბატარეიას ცეცხლი უჩნდებოდა. ამის მიუხედავად, ლი კუნ-ჰიის ქონება წელიწადში $5.5 მილიარდით გაიზარდა და ახლა ის $15.1 მილიარდს შეადგენს.

ავტორი: ნანა ლურსმანაშვილი