სტუდენტი, რომელიც მამაკაცების მიზიდვას Power Point-ის პრეზენტაციით ცდილობდა

0
3188

ამერიკელმა სტუდენტმა ლიზი ფენტონმა ბიჭისთვის სახელად კარპერი, Power Point-ში საკუთარ თავზე მოამზადა პრეზენტაცია, რომელშიც აღწერილი იყო მისი უპირატესობები. მიუხედავად იმისა, რომ ბიჭმა ვერ დააფასა გოგონა, პრეზენტაცია Microsoft-ს მოეწონა.

პირველ სლაიდზე “რატომ უნდა შემხვდე შენ მე”, ფენტონმა აღნიშნა, რომ თუ ოჯახი თავის აბეზრებდა იმით, რომ უკვე დრო იყო ეპოვნა სერიოზული გოგონა, ამ პოზიციისთვის ის საუკეთესო კანდიდატი იყო.

“მე შესანიშნავი მოსაუბრე ვარ და შემიძლია შენს მშობლებთან სადილისას საუბარში ჩართვა. მე კარგად ვიცვამ და ასევე მოდურად ვიქნები გამოწყობილი მადლიერების დღეს, ოჯახურ დღესასწაულებსა და სხვა ღონისძიებებზე”. – განმარტა ლიზიმ.

კიდევ ერთი არგუმენტი ფენტონის სასარგებლოდ არის ის, რომ მას შეუძლია შეეგუოს მეგობარი ბიჭის პოლიგამიას, იმ შემთხვევაში კი, თუ ის ამასთან ბრძოლას გადაწყვეტს, მხოლოდ ორიგინალური საშუალებებით, მაგალითად თმის ვარცხნილობით, რომლის დახმარებით მას შეუძლია გარდაისახოს სამ სხვადასხვა გოგონად.

სლაიდზე სახელწოდებით “ჩემი მკერდი სტაბილურად იზრდება დიდი ხნის განმავლობაში” გოგონა აჩვენებს გამოთვლებს, რომლის მიხედვითაც მისი მკერდი 2025 წლისთვის ადამიანის თავის ტოლი იქნება, დაახლოებით 57 სანტიმეტრი.

ფენტონმა პრეზენტაცია მარტის ბოლოს Twitter-ზე გამოაქვეყნა. მოკლე დროში მან მიკრობლოგერების პლატფორმაზე ვირუსული პოპულარობა მოიპოვა, მიუხედავად იმისა, რომ გოგონასთვის სასურველი ეფექტი არ ჰქონდა. მისი თქმით კარტერმა მას შეტყობინება გაუგზავნა: “ძალიან კარგია. გთხოვ აღარ მომწერო”.

მიუხედავად ამისა, გოგონას კრეატივი SMM-მა, Microsoft-ის სპეციალისტებმა დააფასეს. კომპანიის თანამშრომელმა ლიზის პასუხად დაუწერა, რომ მას დაავიწყდა აღენიშნა ერთი მნიშვნელოვანი რამ: “გასაოცრად ვაწყობ პრეზენტაციებს Power Point-ში”.