მუდმივი ახალგაზრდობა – ეს შესაძლებელია?

0
3090

მსოფლიოს გარშემო, ქალები სხვადასხვა მეთოდებით ცდილობენ გაახალგაზრდავებასულტრა ბგერების ზემოქმედებით, ვაკუუმის მასაჟითა თუ ლაზერული განწმენდის დახმარებით. ამერიკელმა ელიზაბეტ პერიშმა გადაწყვიტა, სიბერის პროცესი გენური თერაპიის მეშვეობით უგულებელეყო. როგორც 45 წლის ქალბატონი, რომელმაც 9 თვის წინ მიიღო უჩვეულო ექსპერიმენტში მონაწილება, ბრძანებსმისი ტელომერები (ქრომოსომების დამაბოლოვებელი უბნები) 20 წლით გაახალგაზრდავდნენ.

თუმცა ეჭვს ბადებს ის ფაქტი, რომ თერაპიის შედეგების შესახებ არცერთი მეცნიერული ნაშრომი არ დაწერილა. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ პერიში გვევლინება კომპანია “ბიო-ვივა”-ს დამფუძნებელ-დირექტორად, რომელიც მუშაობს “სიბერის საწინააღმდეგო წამალზე” და გეგმავს მის გაყიდვას. ჩვენმა კორესპონდენტმა გადაწყვიტა გამოეცადა ბედი და პირადად დაესვა ელისაბეტისთვის კითხვები, რომლებიც ძალიან ბევრ დაბერების მექანიზმის შესწავლით დაკავებულ მეცნიერს აწუხებს. ამ დრომდე, ინფორმაცია თემასთან დაკავშირებით საკმაოდ მწირეა, ვინაიდან ექსპერიმენტის დეტალები არ არის აშკარა. ისინი ზოგადმა ფრაზებმა და ხმამაღალმა დაპირებებმა ჩაანაცვლეს. შეიძლება ითქვას, რომ აქამდე ყველასათვის საინტერესო კითხვებზე გაცემული პასუხები თავად მკითხველმა უნდა შეაფასოს.

 

 

 

 

 

 

 

 

–თქვენ ბრძანდებით კომპანიაბიოვივასდამფუძნებელი, რომელსაც დასახული აქვს ამბიციური მიზანიშექმნას ყველასათვის ხელმისაწვდომი ჯანმრთელი მრავალწლოვანება. იბადება კითხვა: ხომ, არ არის თქვენი ექპერიმენტი უბრალო პიარსვლა? რას ეტყვით ხალხს, რომელიც ფიქრობს, რომ თქვენიგაახალგაზრდავებაკომპანიის მოგებისთვის იყო საჭირო?

-ვფიქრობ. მომავალში ასეთ კითხვებზე გაგვეცინება. არსებობს ასობით კვლევა, რომლებიც მიუთითებენ აღნიშნული თერაპიის მოქმედების ფაქტზე, ხოლო “ბიო-ვივას” მიზანს მდიდარ კომპანიად ქცევა და უამრავი ფულის შოვნა კი არ წარმოადგენს ბიო-თერაპიის დახმარებით, არამედ ჩვენ ვცდილობთ ავუმაღლოთ ხალხს სულისკვეთება და მივცეთ ძალა, რათა დაგვეხმარონ აღნიშნული თერაპიის განვითარებაში.

როდის გამოქვეყნდება თვენი თერაპიის შედეგები სამეცნიერო ჟურნალში?

-იქიდან გამომდინარე, რომ ეს ჩვენი ძირითადი კვლელვაა, ჩვენ სამომავლოდ ვგეგმავთ კლინიკური კვლევების ჩატარებასაც. ჩემი პირადი ტესტი განიხილება, როგორც საკვანძო კვლევა და ახლა ჩვენ ვაგროვებთ სამეცნიერო მონაცემებს, თუმცა მათი ფასი არც თუ ისე დიდია მათივე სიმწირის გამო.

კონკრეტულად რა მატერეალი შეუშვით თქვენ საკუთარ ვენებში და რა რაოდენობით? როგორ გათვალეთ მისი კონცენტრაცია და მოცულობა?

-არსებობს ორი გენი. ერთი, რომელიც პასუხისმგებელია ტელომერონის გამომუშავებაზე და მეორე, რომელიც ბლოკავს ტელმომერონის გახანგრძლივებას. მეტი იმფორმაციის გაცემას ჩვენ ვერ შევძლებთ – ეს კონფიდეციალურია. (მოწვევისას საუბარი იყო ღეროვან ურედებზე თუმცა საუბრისას მსგავსი არაფერი გაჟღერებულა)

რა კველები იქნა ჩატარებული გაახალგაზრდავებამდე და შემდეგ? კონკრეტულად რა ბიოლოგიური სიმფტომები იქნა გამოკვლეული?

-რაც პირველი გავაკეთეთ – ავიღეთ სისხლის ანალიზი და შევინახეთ. გვაქვს მთელი რიგი ნიმუშებისა. ჩვენ მივიღეთ ყველა ანალიზი, რომელიც კი ოდესმე გამიკეთებია მთელი ჩემი ცხორების განმავლობაში – ეს შესაძლებელი იყო. და რაღა თქმა უნდა კანის ზედაპირის ნიმუშები, ასევე გავაკეთეთ არტერიების ულტრა ბგერითი სკანირება, გადავამოწმეთ ტელომერების სიგრძე და ჩავატარეთ ჰორმონების ტესტი. ეს ყველაფერი წარმოადგენს ისევ კვლევის საგანს, მე კი განვაგრძობ აღნიშნული ანალიზების ჩაბარებას გაახალგაზრდაების შემდეგაც.

არის რამე გაუმჯობესება?

-მონაცემები გამუდმებით იცვლება. ჩვენ მათ გამოვიკვლევთ ამ წელს, შემდეგ წელს… სამეცნიერო კვლევების უმრაველსობა გრძელდება წლები, თუმცა რაც მთავარია, ჩვენ შევნიშნეთ ტელომერების გახანგრძლივება.

უფრო მეტად რისთვის არის გენეტიკური თერაპია საჭირო? იმისთვის, გამოვიყურებოდეთ ახალგაზრდად თუ იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს ჩვენი ორგანიზმის ფუნქციონირება?

შეგახსენებთ, ძირითადი ჩვენი მიზეზი რის გამოც მივილტვით ახალგაზრდობისკენ, არის ის, რომ ჩვენი სხეულები ჯანსაღად გამოიყურებოდნენ. კანი, ტვინი, მუცელი, ღვიძლი თუ თირკმელები – ჩვენი გენო-თერაპია ორიენტირებულია ყველა ამ ორგანოზე. ადრე ჩვენ შეგვეძლო მხოლოდ ქირურგიული ოპერაციების ჩატარება, მაგალითად კანის დაჭიმვა, მაგრამ ეს ხომ არ არის ჯანმრთელობა. ხოლო ჩვენი გენო-თერაპია მოქმედემს მთელს თქვენს ორგანიზმზე, რათა რეალურად გაახალგაზრდავოს ყველა თქვენი ორგანო.

მიუხედავად იმისა, რომ თქვენი კანი გამოიყურება ახალგაზრდულად და ლამაზად, თუ კი თქვენი ღვიძლი უარზეა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობები, თქვენ სამწუხაროდ ვერ იცოცხლებთ. ორგანიზმში ყველა ორგანო მნიშვნელოვანია!

ერთერთ თქვენს ინტერვიუში ბრძანეთ, რომ თქვენ გსურთ დაუმტკიცოთ მთელს მსოფლიოსადამიანის ახალგაზრდობის გახანგრძლივება შესაძლებელია მეცნიერებით. გამოდის, რომ თქვენს ექსპერიმენტს პოპულარიზაციის ფუნქციაც აკისრია?

-ის, რომ ადამიანის ახალგაზრდობის გახანგრძლივებაა შესაძლებელი ეს უნდა იცოდეს ყველამ, მთელმა მსოფლიომ. ყველას უნდა უნდოდეს ეს, იმიტომ რომ საუბარია ბიოლოგიურ ასაკზე, ეს კი ჯანმრთელობაა. ჯანმრთელობა, კი ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენს ცხოვრებაში.