იაკუძას 10 საშინელი საიდუმლო

0
6130

დაჯგუფების წევრები უკვე ას წელზე მეტია იცავენ თავიანთ საიდუმლოებებს და არ სურთ, რომ ვინმემ გაიგოს მათი საქმიანობის შესახებ. იაპონიაში იაკუძა აღიქმება, როგორც დაუმარცხებელი, რამდენადაც მაფიის ქსელი მჭიდროდაა დაკავშირებული მთავრობასა და ეკონომიკასთან. თუმცა, იაკუძას საიდუმლოებების ნაწილი მაინც გასაჯაროვდა. PRIMEGEORGIA წარმოგიდგენთ იაკუძას 10 მთავარ საიდუმლოს.

იაკუძა არ არღვევს კანონს

იაკუძას მუშაობის წესია, რომ იყოს სუფთა კანონის წინაშე. ეს მათი კომპლექსური ნიღბის ნაწილია. იაკუძას სათაო ოფისი ტოკიოს ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ბიზნეს-რაიონში იმყოფება, ხოლო ოფიციალური საქმიანობა არ სცდება კანონის ფარგლებს. რეალური კრიმინალური საქმიანობა ხდება იმ ადამიანების მიერ, რომლებიც ოფიციალურად არანაირად არ არიან დაკავშირებულნი ორგანიზაციასთან, ხოლო სამართლებრივ წესებს იაპონიის საუკეთესო ადვოკატები უზრუნველყოფენ.

მათი ტატუები კეთდება ხელით

იაკუძას წევრებს მაშინვე იცნობთ მათი ტატუებით, რომლებიც სხეულის დიდ ნაწილს ფარავენ. მიუხედავად იმისა, რომ იაკუძას წევრებს აცვიათ პერანგები გრძელი მკლავითა და მაღალი საყელოთი, რათა დაფარონ ეს დეკორაციები, ბანდის სხვა წევრების წინაშე შეუძლიათ თავი თავისუფლად იგრძნონ. ისინი იყენებენ მხოლოდ ტრადიციულ ტატუს ტექნიკას, რომელიც გადაეცემა თაობებს საუკუნეების განმავლობაში და კეთდება ყოველგვარი ელექტრო მოწყობილობების დახმარების გარეშე.

 

 

 

 

 

 

 

იაკუძას ცოლები ატარებენ ტატუს

ორგანიზაციის წევრების ცოლები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბიზნესის ყოველდღიურ საქმეებში, თუმცა, არის შემთხვევები, როცა ქალები დგამენ კიდევ ერთ ნაბიჯს საქმისადმი ერთგულების გზაზე და სხეულზე ტატუებს იკეთებენ. ასეთი ცოლები მაფიის საქმეებში მამაკაცების მსგავსად, თანასწორად არიან ჩართულნი.

 

 

 

 

 

 

 

 

იაკუძა ეხმარება იაპონიას

იაკუძა მრავალჯერ დახმარებია იაპონიის მოსახლეობას უბედურების დროს. ეს იყო მრავალი ომის დროს XX საუკუნეში, ასევე დამანგრეველი მიწისძვრის დროს. იაკუძას ბრიგადები აგროვებდნენ დაჭრილებს, აწვდიდნენ საკვებს და ლტოლვილებს საკუთარ შტაბშიც კი უშვებდნენ.

ყველა მათგანი განდგომილია

იაკუძას წევრებს არ აქვთ ნორმალური ურთიერთობა იაპონური საზოგადოების დანარჩენ წევრებთან. ასეთი გამოყოფა დაიწყო მრავალი წლის წინ ფეოდალურ იაპონიაში. მე-11 საუკუნის დასაწყისში ბარაკუმინის საზოგადოების წევრებმა ჩამოაყალიბეს კრიმინალების კლასი, ისინი გახდნენ ღარიბი გლეხები, რომლებიც იძულებულნი იყვნენ გაეძარცვათ მდიდარი სამურაები.

იაკუძასსახელის წარმოშობა

ბევრ ადამიანს გაუგია სიტყვა “იაკუძა”, თუმცა ყველამ როდის იცის, თუ რას ნიშნავს ეს. მაფიის სახელწოდება მოდის ცნობილი იაპონური ბანქოს თამაშიდან “ოიჩო-კაბუ”, რომელიც ბლექჯეკის მსგავსია. ბანქოს ყველაზე უიღბლო კომბინაციას ეწოდება “ია-კუ-ზა” – 8+9+3=20 თამაშის ანგარიში დამოკიდებულია ბოლო ციფრზე, ამიტომ ამ შემთხვევაში მოთამაშე იღებს 0-ს. ასევე ჟარგონულად “იაკუძა” ასევე ნიშნავს “არაფრად არ არის კარგი”.

იაკუძას წევრები იჭრიან თითებს

ტატუირების გარდა, იაკუძის წევრებს კიდევ ერთი სასტიკი რიტუალი აქვთ – თითის შემოკლება. რიტუალი გამოხატავს დანაშაულის გამოსყიდვას, ჩვეულებრივი იაკუდზელი იჭრის ფალანგის თითს და აძლევს თავის ბოსს. თუ ის არ იქნება კმაყოფილი, თითების მოჭრა გრძელდება სრულ მობოდიშებამდე.

ისინი ითვლებიან ყველაზე დიდ ბანდად მსოფლიოში

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბოლო მონაცემებით, მათ ჰყვათ 100 000-ზე მეტი წევრი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. იაკუძა გავრცელებულია სამხრეთ ამერიკაში, აზიასა და ევროპაში და აქტიურად ფართოვდება, იღებს ადამიანებს სხვადასხვა ერებიდან.

ულტრამემარჯვენე იაკუძა

იაკუძა ძალიან ახლოსაა იაპონიის სხვადასხვა ნაციონალურ ჯგუფებთან. ისინი უაღრესად პოლიტიზირებულია და ცდილობენ გავლენა მოახდინონ მთავრობაზე და ჰყავდეთ ხელისუფლებაში თავიანთი ხალხი.

იაკუძა აწარმოებს ომს

ამჟამად, მასიური დაჯგუფება აწარმოებს შიდა ომს, ორგანიზაცია დაყოფილი იყო ორ დიდ ჯგუფად, რომლებიც ლიდერობისთვის იბრძვიან. ამ ომში უკვე დაიღუპა იაკუძას მრავალი წევრი და კონფლიქტი კვლავ გრძელდება.