11 ნიშანი იმისა, რომ თქვენ საშუალოზე მეტად ჭკვიანი ხართ

0
2992

საუკუნეების განმავლობაში, მეცნიერები ცდილობდენ გაეზომათ ინტელექტი, IQ ტესტი ამის ერთ-ერთი საშუალებაა. თუმცა, ინტელექტის კოეფიციენტის დასადგენი ტესტები აკრიტიკებენ, რადგან ისინი ზომავენ გონების მხოლოდ ერთ ასპექტს. ქვემოთ ჩამოთვილილია ის 11 ნიშანი, რომელიც გიჩვენებთ, რომ თქვენ საშუალოზე ჭკვიანი ხართ.

თქვენ იცით ერთზე მეტი ენა

კვლევებმა აჩვენეს, რომ ერთზე მეტი ენის ცოდნა ამცირებს ალცჰეიმერის დაავადების განვითარებას. ეს ასევე გავლენას ახდენს ტვინის განვითარებასა და ეფექტურობაზე. რაც უფრო მეტ ენას ფლობთ, მით ეფექტურად მუშაობს თქვენი ტვინი.

თქვენი ინტელექტის კოეფიციენტი 100-ზე მაღალია

მიუხედავად იმისა, რომ IQ ტესტი ინტელექტის მხოლოდ ერთ ნაწილს განსაზღვრავს, მაინც შესაძლებელია გამოვიყენოთ როგორც მაჩვენებელი.

თქვენ უფროსი შვილი ხართ ოჯახში.

კვლევებმა აჩვენეს, რომ ოჯახში უფროს ბავშვებს საშუალოდ 3 ქულით მაღალი IQ აქვთ, ვიდრე მათ უმცროს დებსა და ძმებს. ეს დაკავშირებულია არა გენეტიკასთან, არამედ ოჯახურ დამოკიდებულებასთან.

თქვენ უფრო მეტად გიყვართ კატები, ვიდრე ძაღლები

კატების მოყვარულებიუფრო  ნაკლებად კომუნიკაბელურნი არიან, ვიდრე ძაღლებისა. ერთ-ერთი კვლევა საუბრობს იმის შესახებ, რომ ის ვინც უპირატესობას ანიჭებს კატას, უფრო მაღალ ქულას იღებს გონებრივ ტესტში. (კვლევაში ჩართული იყო უნივერსიტეტის 600 სტუდენტი.)

თქვენ უარს არ ამბობთ ალკოჰოლზე

რიგმა კვლევებმა აჩვენა, რომ ინტელექტის მაღალი დონე დაკავშირებულია ტენდენციასთან, მიიღოთ ჩვეულებრივ ადამიანებზე უფრო მეტი ალკოჰოლი. 2013 წელს ჩატარებული კვლევების მიხედვით, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა ასაკის მატებასთან ერთად უფრო მეტად დაიწყეს დალევა, ვიდრე იმ ადამიანებმა რომლებსაც არ ჰქონდათ უმაღლესი განათლება.

თქვენ დაამთავრეთ უნივერსიტეტი

ბევრს შეუძლია ჩააბაროს უნივერსიტეტში, თუმცა არა ყველას წარმატებით დაამთავროს ის.

თქვენ ხართ ცაცია

დაახლოებით, მოსახლეობის 10% ცაციაა. მიუხედავად ამისა, არავინ არ იცის, თუ რამ განაპირობა ეს განსაკუთრებულობა. არსებობს კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ შემეცნებითი შესაძლებლობები ცაციებს უფრო მაღალი აქვთ.

თქვენ ბევრს შფოთავთ

ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, სტუდენტები, რომლებიც ხშირად ღელავენ, ვერბალური ინტელექტის ტესტში უფრო მაღალ ქულას იღებენ.

თქვენ კარგად ხუმრობთ

კვლევამ იმის შესახებ, თუ როგორ აღვიქვამთ მიმზიდველობას, აღმოაჩინა, რომ ადამიანები, რომლებიც იღებენ მაღალ ქულებს აბსტრაქტული აზროვნებისა და ვერბალური ინტელექტის ტესტებში, ასევე კარგად ხუმრობენ, რადგან გამოჩნდნენ უფრო მიმზიდველნი.

თქვენ ხართ ზარმაცი

ფლორიდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ჭკვიანი ადამიანები იშვიათად იღლებიან საკუთარი ფიქრებით. ამ თვისების გვერდითი ეფექტი არის ის, რომ ჭკვიანი ადამიანები ერთობიან საათობით ჯდომითა და ფიქრით.

თქვენ ეჭვობთ, რომ ჭკვიანი ხართ

ჯანმრთელი უნარი იმისა, რომ დაეჭვდეთ თქვენს თავში, გამოხატავს იმას, რომ თქვენ ჭკვიანი ხართ. როგორც ბერძენმა ფილოსოფოსმა თქვა: “მე ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი”. დანინგ-კრიუგერის ეფექტის მიხედვით, ჭკვიანი ადამიანები ნაკლებად დარწმუნებულნი არიან საკუთარ თავში, ისინი ადვილად პოულობენ და ასწორებენ თავიანთ შეცდომებს, ასევე ჰგონიათ, რომ სხვა უფრო კომპეტენტურია.

 

SHARE